spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"აქვე ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება...

“აქვე ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა” – პაატა მანჯგალაძე

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ზემო მლეთაში, ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის მიმდინარე ტერიტორიაზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი რუსი სამხედროები პატრულირებდნენ. აღნიშნულ ფაქტზე კომენტარი გააკეთა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომელმაც მოსახლეობის მხრიდან პროვოკაციაზე გააკეთა მინიშნებები. აღნიშნულთან დაკავშირებით მწვავე შეფასებებს აკეთებს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე:

რისი ევროკავშირში შემყვანია “ქართული ოცნება”?! გუშინწინ, აქვე ლომისის ტაძარში შევიდნენ რუსი მესაზღვრეები და ხელისუფლება დაიმალა.

გამოიყვანეს მღვდლები და ალაპარაკეს სისულელე, რომ თურმე ოკუპანტები ყოფილან თბილები და საყვარლები.

უფრო მეტიც, ჯაღმაიძემ თქვა, თითქოს ჩვენი ბრალი ყოფილა, გავაღიზიანეთ რუსები იმით, რომ ვიღაცას ქართულ სოფელ კირბალში აუფრიალებია საქართველოს დროშა.

ახლა უცებ მახსენდება, თევდორე მღვდლის ადგილას ჯაღმაიძე რომ ყოფილიყო, შორი გზით კი არ წაიყვანდა და გზას კი არ აურევდა მტერს, პირდაპირ, მოკლე გზით თბილისზე წამოიყვანდა, ალბათ.

ამას ჰქვია პატრიოტიზმი და ქრისტიანობა?“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“არ მახსოვს სააკაშვილის მხრიდან ერთი საყვედური, პირიქით! მადლიერებას და პატივისცემას გამოხატავდა!” – გია ხუროშვილი

წინა ხელისუფლების დროს მთავრობის საპარლამენტო მდივანი, გია ხუროშვილი ცალკეულ...

“ამ ეტაპზე ცნობილია, რომ სოციალურ პლატფორმა X-ზე რეგისტრირებულ რამდენიმე ყალბ ანგარიშზე სხვადასხვა საკითხზე ხდებოდა...

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აცხადებს, რომ დისკრედიტაციულ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...