ამერიკის შეერთებული შტატების სენატში განიხილებოდა რუსეთის სტრატეგიული გეგმები შავ ზღვასთან დაკავშირებით და საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა. აღნიშნულ თემაზე გადაცემაში ,,ღამის მთავარი” შეფასება გააკეთა ,,მთავარი არხის” დამფუძნებელმა, იუსტიციისა და განათლების ყოფილმა მინისტრმა, ნიკა გვარამიამ:
,,სინამდვილეში ის, რაც ამერიკის სენატში ხდებობა, მართლა ფუძემდებლურად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის. საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი, ეს არის შავი ზღვა.
თუ საქართველო ლოჯისტიკური ცენტრი გახდება, რუსეთს ეკონომიკურად დაასუსტებს. აქ თუ იქნება ღრმაწყლოვანი პორტი. ამიტომ არის ანაკლიასთან დაკავშირებით ასეთი სერიოზული, ასე ვთქვათ, დარტყმები, ზუსტად ამიტომ ხორციელდებოდა ანაკლიაზე.
ამიტომ თქვა ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე, რომ ,,რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე?!” ის უნდათ, რომ რუსეთი ეკონომიკურად დასუსტდეს.
საქართველოსთვის კი ეს არის გარანტირებული უზრუნველი და უსაფრთხო მომავალი სამუდამოდ, არაფერზე დამოკიდებული! ეს არის ევროკავშირში და NATO-ში დაჩქარებულად მიღება. იმიტომ, რომ ევროკავშირის და NATO-ს ქვეყანა შეიძლება იყოს მხოლოდ ესეთი მნიშვნელობის სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ჩვენთვის ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ.
რა ხდება ამის პარალელურად საქართველოში? საქართველოში პარალელურად ისმის განცხადებები, რომ ,,რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაზე?!” რაც ნიშნავს იმას, რომ შავი ზღვა დასავლეთისთვის დახურული არ არის.
ბიძინა ივანიშვილის ეს ფრაზა, ზუსტად ითარგმნება იმაში, რაც დღეს იქ მოვისმინეთ, რომ ,,ეს არის რუსეთის რუსული ტბა” – მას ასეთი აღქმა აქვს. იგივეს აკეთებს ეს ხელისუფლება. რას შვრება, ხო? ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ლაზიკის პროექტი ჩააგდო. სამაგიეროდ, მთლად რუსეთი ვერ შემოჰყავს, მაგრამ აპირებს, რომ ეს მისცეს ჩინეთს. ჩინეთი კი ძალიან ხშირად არის რუსეთის ფსევდონიმი. ყველაფერი ხდება საიმისოდ, რომ საქართველო ჩამოშორდეს დასავლურ ორბიტას და რუსეთის მეტი წასასვლელი არ იყოს.
ძალიან სწორად ითქვა, სხვათაშორის, რომ [რუსეთს] საქართველოს შეერთება არ სჭირდება, აბსოლუტურად არაფერში სჭირდება – მას საქართველოს მოსპობა სჭირდება.
ეს grey zone, რაც დღეს ითქვა, რუხი ზონა არის ის, რასაც რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება საქართველოსგან აკეთებს. ეს არის მუდმივი მართვადი ქაოსის ზონა, სადაც არც დემოკრატია და არანაირი ევროკავშირი არ არის. რუხი ზონები სახელმწიფოებად ვერ ყალიბდებიან!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


