შაბათი, აპრილი 19, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიეს საინტერესოა"თევზეული ქართულ სამზარეულოში" – 70-ზე მეტი კერძის რეცეპტი...

“თევზეული ქართულ სამზარეულოში” – 70-ზე მეტი კერძის რეცეპტი უკვე მზადაა

“თევზეული ქართულ სამზარეულოში” – ამ სახელწოდებით აჭარაში კიდევ ერთი კულინარიული გზამკვლევი მომზადდა. წიგნი, რომელშიც 70-ზე მეტი ადგილობრივი, ქართული თევზის რეცეპტია თავმოყრილი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კულინარიული ტურიზმის პოულარიზაციისა და განვითარების მიზნით მოამზადა. წიგნში შავ ზღვასა და აჭარის შიდა წყლებში არსებული თევზეულობისგან მომზადებული ცივი კერძები, წვნიანი კერძები, შემწვარი და ლაზურად მომზადებული თევზის კერძებია შესული. მათ შორისაა თევზი ნიგვზითა და თხილის საწებლით, სხვადასხვა სოუსებით, თევზის ღვეზელი, ქაფშია (ხამსას) კერძები, თევზის მჭადები და შავ ზღვაში არსებული ზღვის პროდუქტებისგან დამზადებული კერძები. გარდა რეცეპტებისა გზამკვლევში საუბარია თევზისა და ზღვის პროდუქტების მომზადების წესებზე, თევზის ზოგად კვებით და გასტრონომიულ ღირებულებაზე, მეთევზეობის ისტორიასა და კულტურაზე საქართველოში.

ახალი კულინარიული გზამკვლევის მომზადების პროცესი დასრულებულია. წიგნის ელექტრონული ვერსიის ნახვა დაინტერესებულ პირებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე https://visitajara.com/ka/brochures შეუძლიათ.

“თევზეული ქართულ სამზარეულოში” წლის ბოლომდე დაიბეჭდება და გასტრონომიული ტურიზმის დაინტერესებულ პირებს, გიდებს, საოჯახო-სასტუმრო სახლებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლებს უფასოდ გადაეცემათ. ცნობისთვის, ეს რიგით მეორე კულინარიული გზამკვლევია „კულინარიული მოგზაურობა აჭარაში“ წიგნის შემდეგ, რაც
სააგენტომ გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით აჭარაში მოამზადა.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

📢აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს რკინიგზა 18 და 19 აპრილს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მარტო მიშა სააკაშვილის განაჩენი არ არის, ეს არის ქართველი ხალხისთვის გამოტანილი...

აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავჯდომარის, თამაზ ნადარეიშვილის შვილი, თავდაცვის ყოფილი...