ცალკეული დეპუტატების მიერ ოპოზიციის მიმართ გამოთქმული კონკრეტული ბრალდებები საზოგადოების ფართო განხილვის საგანი გახდა. თავისი მწვავე პოზიცია დააფიქსირა იუსტიციისა და განათლების ყოფილმა მინისტრმა, ნიკა გვარამიამ:
“ხათუნა სამნიძე, რომან გოცირიძე, ხატია დეკანოიძე – დაასახელეთ სამივემ, ვისზე გითხრეს საქართველოდან, სტატუსის მინიჭებას ეწინააღმდეგებაო, ვინ გითხრათ და სად?
თქვენი ზოგადი და გენერალიზებული დღევანდელი განცხადებები, სამწუხაროდ, უკიდირესად მავნებლურია და არაფერს ემსახურება ოცნების პროპაგანდის გაძლიერების გარდა.
ეს ან პოლიტიკური უმწიფარობაა, ან უპასუხისმგებლობა, ან (რისი დაჯერებაც მიჭირს) ოცნების ინტერესების შეგნებულად გატარება. სხვა ვარიანტს მე ვერ ვხედავ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.