კვირა, მაისი 4, 2025
13.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისერგო ჩიხლაძე - ჩვენი ამერიკელი მეგობრები მზად არიან...

სერგო ჩიხლაძე – ჩვენი ამერიკელი მეგობრები მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, ეს შესაძლებლობა საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ლიდერებმა აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში მორიგი უმაღლესი დონის შეხვედრა გამართეს.

გიორგი ვაშაძე, თინა ბოკუჩავა, სერგო ჩიხლაძე და ალექსანდრე კრევო-ასათიანი კონგრესმენებს შეხვდნენ და აშშ-სა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და ეკონომიკურ მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ საგარეო მდივანი, სერგო ჩიხლაძე აღნიშნავს, აშშ, საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, მზად არის გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ქართველი ერის მხარდასაჭერად:

ძალიან ბევრი შეხვედრა შედგა კონგრესში, კონგრესმენებთან, მთავარი საკითხი, რასაც განვიხილავთ, ეს არის ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, სტრატეგიული ხელშეკრულება გვაქვს, მაგრამ რეალურად ეს როგორ უნდა შესრულდეს, როგორ უნდა გაღრმავდეს, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას – განსაკუთრებით იმ გამოწვევების ჭრილში, რომელიც დღეს არსებობს მსოფლიოში, რეგიონში, მათ შორის, კავკასიის რეგიონში და იმ გამოწვევების ფონზე, რომელსაც ხელისუფლება ქმნის, სამწუხაროდ, თავისი ანტიდასავლური და ანტიამერიკული პროპაგანდით.

ჩვენი ამერიკელი მეგობრები მზად არიან ნებისმიერი სახის დახმარებისთვის, იქნება ეს ეკონომიკური დახმარება, ტერიტორიების არაღიარების კუთხით, ინვესტიციების კუთხით, იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივების კუთხით, საგანმანათლებლო პროგრამების კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით – ამაზე ჩვენი მთავარი და ყველაზე ახლო პარტნიორი, აშშ დღეს მზად არის, კონგრესი მზადაა ამ საკითხებზე სამსჯელოდ და საქართველოს ინტერესების მხარდამჭერი რეზოლუციების დასაინიცირებლად და უფრო ღრმა და ყოვლისმომცველი ნაბიჯების გადასადგმელად და ეს ინტერესი და შესაძლებლობა საქართველომ აუცილებლად უნდა გამოიყენოს“, – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ” – თინა ბოკუჩავა

“ივანიშვილის ხელში სასამართლო იქცა მთავარი უსამართლობის სიმბოლოდ, რომელსაც ივანიშვილი...

“პარტიის თავმჯდომარეობაზე ჩემი კანდიდატურა არ განიხილება” – კახა კალაძე

„თანამდებობებს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, მე ვარ რიგითი ჯარისკაცი“,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მივმართავ ბიძინა ივანიშვილს: ჭიათურა არ არის მხოლოდ მაღარო და ფულის საჭრელი ადგილი. რა დაგიშავა...

ჭიათურაში მაღაროების დახურვის გადაწყვეტილებას იქ მომუშავე პერსონალის პროტესტი მოჰყვა...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“არცერთი ენა არ გამოხატავს ისეთ სიძულვილს ცხოვლების, განსაკუთრებით ძაღლების მიმართ, როგორც ქართული” – დოდონა...

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პროფესორი, დოდონა კიზირია მძიმე რეალობაზე საუბრობს: "ერთი...