პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, რომ არსებობს პოზიტიური მოლოდინი, რათა საქართველომ დათქმულ ვადაში მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, თუმცა ასევე აცხადებს, რომ ამ პროცესს ხელი სეიძლება შეუშალოს ოპოზიციამ:
,,ოპტიმიზმის ძალიან მყარი საფუძველი გვაქვს. ვფიქრობთ, რომ ძალიან მაღალი ალბათობით, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. აშკრად ასეთი გადაწყვეტილება მწიფდება.
რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია გააგრძელებს ლობირებას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. თუმცა, იმედი მაქვს, რომ წელს, შარშანდელი წლისგან განსხვავებით, ასეთი ქმედებები ხელს არ შეუშლის სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას.
მე მგონია, რომ წელს იქნება მიღებული სამართლიანი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე