ოთხშაბათი, მაისი 7, 2025
12.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დაიწყო "ქართული ოცნების" პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე...

“დაიწყო “ქართული ოცნების” პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის” – ნიკა გვარამია

“ქართული ოცნების” ლიდერები და არა მარტო, აკეთებენ კონკრეტულ განცხადებებს და ამტკიცებენ რომ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები არ არიან დაინტერესებულები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაში და ხელს უშლიან პროცესს. აღნიშნულ პოზიციას მწვავე შეფასებებით ეხმაურება იუსტიციისა და განათლების ყოფილი მინისტრი, ნიკა გვარამია:

დაიწყო “ქართული ოცნების” პროპაგანდამ ჩვენი შემზადება ევროკავშირის სტატუსზე უარისთვის.

სულ ტყუილად: არ გამოვა არავიზე გადაბრალება, რამდენსაც არ უნდა გეხმარებოდნენ გაუგებარი მავნებლური და “ოცნების” პროპაგანდაზე უცნაურად და ზოგჯერ საეჭვოდაც წყლის დამსხმელი განცხადებებით ზოგიერთი უმწიფარი ოპიზიციონერი და არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი უმწიფარი წარმომადგენელი.

არ გამოვა გადაბრალება, იმიტომ რომ თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მხოლოდ იმიტომ რომ ოცნება გამალებით საბოტირებს პროცესს და ზემოხსენებული ზოგიერთის “მაინც” და თვალის ჩაპაჭუნება ფეხებზე კიდია იქ ყველას და მხოლოდ აღიზიანებს.

საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესი თუ უკარნახებთ, მოგვცემენ.

ქვეყანაში, სადაც დემოკრატია დანგრეულია და ევრორეკომენდაციების 2/3 შეგნებულად არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად უარესდება, ვერავითარი სხვა მოტივაცია ბუნებაში ვერ იარსებებს: ვერც სოციოლოგია, ვერც ქართული პოლიფონია, ვერც ვეფხისტყაოსანი და ვერც სალომე ზურაბიშვილის ტურნეები“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იქნებ ჟურნალისტებმა წაიკითხონ და გადახედონ არქივს, რა ხდებოდა 90-იან წლებში: პირდაპირ დახვრეტილი მიტინგები…” –...

ისტორიკოსი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს...

კახა კალაძე “MEGOBAR აქტზე” – მასში ვხედავ, რომ “დიფ სთეითი” ჯერ არ დამარცხებულა და...

„დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები...

“თაღლითს უთხრეს ფული უნდა დააბრუნოო” – ლევან ნიკოლეიშვილი ე.წ. “ბიტკოინების საქმეზე” სასამართლოს მიერ გამოცხადებულ...

ე.წ. "ბიტკოინების საქმეზე" სასამართლოს მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეფასება-განმარტებები...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“დასავლეთის და უკრაინის ჯინაზე რომ რუსეთი გევასება და გულშემატკივრობ, ეს რა ფენომენია, არ მესმის…”...

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი კონკრეტული კატეგორიის ქართველების მიერ რუსეთის მიმართ...

მიხეილ სააკაშვილი: “შემდეგ დღეებში გაფორმდება უკრაინის გამარჯვება!”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ქართულ და უკრაინულ ენებზე...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...