შაბათი, ივლისი 12, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ირაკლი კობახიძეს ვითომ შემთხვევით წამოსცდა სალომე ზურაბიშვილის მეტსახელი...

“ირაკლი კობახიძეს ვითომ შემთხვევით წამოსცდა სალომე ზურაბიშვილის მეტსახელი “Стрекоза”, რომელიც მას საბჭოთა კგბ-მ მიანიჭა” – თენგო გოგოტიშვილი

“მთავარი არხის” ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი კონკრეტულ პუნქტობრივ განმარტებებს აკეთებს ირაკლი კობახიძის სკანდალურ წამოცდენაზე:

დიდი ხნის წინ უნდა დამეწერა:

ირაკლი კობახიძეს ვითომ შემთხვევით წამოსცდა სალომე ზურაბიშვილის მეტსახელი “Стрекоза”, რომელიც მას საბჭოთა კგბ-მ მიანიჭა.

საერთოდ არ გამოვრიცხავ, მართალი იყოს.

მაგრამ კითხვა მაქვს – კობახიძემ საიდან იცის?

კითხვის ლოგიკა:

ა. ზურაბიშვილი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა და მას, დიდზე დიდი ალბათობით, ცენტრალური კგბ დაავერბოვკებდა;

ბ. ამიტომ მისი პირადი საქმე და სააღრიცხვო ბარათი იქნებოდა დაცული მოსკოვში და არა თბილისში;

გ. ვიცით, რომ კგბ-ს აქაური არქივის დიდი ნაწილი საქართველოდან გაიტანეს, დარჩენილის დიდი ნაწილი კი დაიწვა 1991 წლის დეკემბერში, რაც კიდევ უფრო ამცირებს ალბათობას, დღემდე მოეღწია “სტრეკოზას” საქმეს;

დ. თუ ეს საქმე ან სააღრიცხვო ბარათი, გამონაკლისად, მაინც შემორჩა საქართველოში, შეუძლებელია, 2018 წელს ბორინკა ივანაშვილს და მის ხელისბიჭებს არ სცოდნოდათ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატად კგბ-ს აგენტი წარადგინეს;

ე. თუ იცოდნენ და წარადგინეს, სახელმწიფო დამნაშავეები არიან;

ვ. თუ მაშინ არ იცოდნენ და მხოლოდ ახლა გაიგეს, ნიშნავს, რომ ინფორმაცია მოსკოვიდან ჩამოუვიდათ;

ზ. და თუ ახლა ჩამოუვიდათ მტერი სახელმწიფოს მთავარი სპეცსამსახურის საიდუმლო ინფორმაცია, ესე იგი, დღეს თავადაც იმ სპეცსამსახურს წარმოადგენენ;

თ. თუ ინფორმაცია სპეცსამსახურების / მთავრობების ხაზით მოეწოდა საქართველოს, საიდან გაიგო ამბავი ირაკლიკობახიძემ, ვინც არ წარმოადგენს მთავრობას/სპეცსამსახურს და არ არის უსაფრთხოების საბჭოს წევრი?

ი. მტერი სახელმწიფოს სპეცსამსახურის აგენტობა არის თუ არა საკმარისი საბაბი, რომ დაიწყოს ს. ზურაბიშვილის სისხლისსამართლებრივი დევნა?

კ. და, თუ აგენტობის ფაქტი დადასტურებულია, მაგრამ დევნა არ იწყება, არის თუ არა ეს საკმარისი საბაბი, დაიწყოს ირაკლიკობახიძის, ბორინკა ივანაშვილის და ბანდის სხვა წევრების სისხლისსამართლებრივი დევნა?

რა გამოდის? საიდან “გასკდა” სალომეს ამბავი 2023 წელს?

ვერსიებს ველოდები.
მათ შორის – იმ თავფანჩრიანისგანაც, ვინც გააბაზრა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე თენგო გოგოტიშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიძინა ეტყობა დაიღალა ამ ყოველდღიური დანოსებით და კობახიძის ფრთას დაავალა მოტეხილი ფულის ამოღება!” –...

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე "ქართულ ოცნებაში" შექმნილი...

“ქოცობა, ნაცობის ბუნებრივი ვირუსის, ლაბორატორიაში გამოყვანილი ხელოვნური, მუტაციური ფორმაა” – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილი მძიმე მინიშნებადი შეფასებები განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან...

“ივანიშვილის და მისი ბანდის რიგებში პოლიტიკური ისტერია აღწევს კულმინაციას” – ირაკლი ფავლენიშვილი

“ივანიშვილის ბანდის მოქმედი და ყოფილი წევრების მიერ გაჟღერებული ბრალდებები,...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...