spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ქართული ოცნების" მმართველობა, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური ფონი...

“ქართული ოცნების” მმართველობა, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური ფონი იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოს ტოვებს – ხატია დეკანოიძე

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ,,ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით და ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო, ადამიანები საქართველოს მასიურად ტოვებენ:

,,მე ვფიქრობ, რომ ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საფრთხე, ჯერ-ჯერობით არ დადგება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ შეასრულოს ის ვალდებულებები, რომლებიც განსაკუთრებით არის დაწესებული ვიზალიბერალიზაციის და ასევე, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ეკონომიკური გაჭირვება, ,,ქართული ოცნების” მმართველობა, უმძიმესი ეკონომიკური და სოციალური ფონი იწვევს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანი საქართველოს ტოვებს, მიდის თავშესაფრის საძიებლად და შემდეგ უკვე, ახლა არიან იმ რეჟიმში, როდესაც შეიძლება მართლაც დეპორატაცია მოუწიოს ძალიან ბევრ ჩვენს მოქალაქეს, რაც არის დამატებითი ტრაგედია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ისე რა კარგი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ირაკლი კობახიძის განცხადება აქაურ აგენტურაზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმიანება ანალიტიკოსი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...