spot_img
მთავარიკანონი და სამართალითეონა ჭალიძე - პროკურატურისგან მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება ლიბერთი...

თეონა ჭალიძე – პროკურატურისგან მოვითხოვთ დაიწყოს გამოძიება ლიბერთი ბანკის დეკლარირებულ სავარაუდო თაღლითობის სქემაზე, რომლის მსხვერპლი გახდა ათასობით პენსიონერი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ საქართველოს პროკურატურას ლიბერთი ბანკის მხრიდან განხორციელებულ სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე მიმართა და გამოძიებასთან დაკავშირებით წერილობითი მოთხოვნა ჩააბარა.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, სახეზეა ლიბერთი ბანკის მხრიდან სავარაუდო თაღლითური სქემა, რომლის გამოც არაერთი პენსიონერი თუ შშმ პირი დაზარალდა.

მისივე თქმით, ლიბერთი ბანკმა პენსიონერებს სესხის პირობები უნებართვოდ შეუცვალა, რაც აუცილებლად პროკურატურის მხრიდან გამოძიების საგანი უნდა გახდეს:

მოვითხოვ პროკურატურისგან დაიწყოს გამოძიება ლიბერთი ბანკის დეკლარირებულ სავარაუდო თაღლითობის სქემაზე, რომლის მსხვერპლი გახდა ათასობით პენსიონერი, შშმ პირი, მარჩენალდაკარგული და სხვა.

საქმე ეხება პენსიონერთა ნებართვის გარეშე, სმს-ების საფუძველზე ახალი პირობებით სესხის დამტკიცებას, წინასწარ განზრახვით იქნა შემუშავებული და დაგზავნილი შეტყობინებები, შესაბამისად პროკურატურამ უნდა დაადგინოს რა რაოდენობის პენსიონერთან მოხდა მსგავსი შეტყობინების დაგზავნა და მანიპულაციის ჩატარება, ასევე, რა რაოდენობის ქონებაზეა საუბარი.

მოტყუება, პენსიონერების ქონების შემცირება და ბანკის ქონების გაზრდა სახეზეა, თაღლითობისთვის დამახასიათებელი ორივე კომპონენტი გვაქვს და შესაბამისად გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ უნდა დაადგინოს რამდენი ათასი პენსიონერი მოატყუეს ამ სქემით, რა ოდენობის ქონებაზეა საუბარი ჯამში. ზოგიერთმა პენსიონერმა ახლაც არ იცის რომ მოატყუეს და 2026 წლამდე გადაუვადეს ბევრად ადრე დასაფარი სესხი“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” და საპარლამენტო ფრაქცია “რეფორმების ჯგუფის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სიძულვილს რომ მინიტორინგი შველოდეს, ქვეყნად უკეთურება არ იქნებოდა” – ლელა ჯეჯელავა

შსს-ში შექმნილი სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახალი სამმართველო საქმიანობის...

“სააკაშვილმა რაც არ უნდა პოემები წეროს, ეს იყო რეალობა და ყველას კარგად გვახსოვს, მათი...

„მიხეილ სააკაშვილი რას იტყვის ხალხს არ აინტერესებს. მას და...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“თქვენ გენაცვალეთ “თავისუფალი სუნთქვის” ბრძოლაში გამარჯვებულებო” – ეკა ხერხეულიძე

"ქართული ოცნების" ყოფილ ლიდერებს, წევრებს კონკრეტული მინიშნებებით მიმართავს ყოფილი...

“პაპუნა ლოცულაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ეს ამბავი არ არის მასზე, ისევ როგორც ლუკა სირაძის...

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მიმართვა გორში, სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლ...

“სიკეთის და ბოროტების გამიჯვნის ეპიცენტრია ახლა უკრაინა…” – ნიკოლოზ რაჭველი

უკრაინაში გასტროლებით მყოფი ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი, სოციალურ...