კვირა, აპრილი 20, 2025
15.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიპოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" დამფუძნებელი ყრილობა

პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი ყრილობა

22 დეკემბერს, 14:00 საათზე, ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში ახალი პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი ყრილობა გაიმართა.

ღონისძიებაზე ყრილობის თავმჯდომარემ, ბადრი ჯაფარიძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ დღეს, როგორც არასდროს, გვჭირდება გაერთიანება და იმ ძირითად ღირებულებებსა და მიზნებზე შეთანხმება, რომელიც ზეპარტიულია.

,,დღეს ჩვენი საქმე საქართველოა. ამის გამო გადავწყვიტეთ, “შენების მოძრაობასთან” და “ახალ მემარჯვენეებთან” ერთად დავაფუძნოთ ახალი პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის“. ქართულ პოლიტიკაში აუცილებელია იმ სტანდარტის დამკვიდრება, რომელიც გააერთიანებს კეთილსინდისიერებას, პროფესიონალიზმს და ქვეყნის დასავლური ვექტორით შეუქცევად განვითარებას’’, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ამის შემდეგ ყრილობამ დაამტკიცა პარტიის წესდება.
პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძემ წარადგინა საინიციატივო ჯგუფის სახელით. პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ თავმჯდომარედ დამფუძნებელმა ყრილობამ აირჩია მამუკა ხაზარაძე, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ქვეყანაში შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და საზოგადოებას ლელოს ხედვა გააცნო.
გამოსვლის შემდეგ მამუკა ხაზარაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭოს 17 წევრი წარუდგინა საზოგადოებას.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დავით უსუფაშვილი, რომლიც პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფოებრიობის გამრუდებული ვექტორების გასწორება საერთო ეროვნული, ზეპარტიული ამოცანაა, რომელსაც მთელი აღმშენებლობითი საზოგადოებრივი რესურსით უნდა შევეჭიდოთ.
ყრილობამ დაამტკიცა სარევიზიო კომისიის შემადგენლობა. აქვე ცნობილი გახდა, რომ პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობას ბადრი ჯაფარიძე დაიკავებს.

ყრილობაზე აგრეთვე სიტყვით გამოვიდნენ ანა ნაცვლიშვილი, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, ფიქრია ჩიხრაძე და გრიგოლ გეგელია.

ღონისძიებას ესწრებოდა 2000-მდე სტუმარი და 1500-ზე მეტი დელეგატი. ყრილობაში მონაწილეობას იღებდნენ ,,ახალი მემარჯვენეები’’ და ,,შენების მოძრაობის’’ წარმომადგენლები, რომლებიც ,,ლელო საქართველოსთვის’’ დამფუძნებლები გახდნენ.

ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო პარტიის ხედვის, ლოგოს, სლოგანისა და სხვა ატრიბუტიკის წარდგენას. ყრილობაზე პირველად გაჟღერდა პარტიის ჰიმნი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხი არის ისეთივე შანტაჟი, როგორიც კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება იყო” – კახა...

საქართველოსთვის ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საკითხის წამოწევა არის ისეთივე...

ნანა ტოხვაძე: “ალბათ, მალე, რუსულ სახელმძღვანელოებსაც შემოგაშველებენ “სწრაფი ინტეგრაციის” მიზნებიდან გამომდინარე!”

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე პოლიტიკურ შეფასებას...

“ის ბრძენი, რუსი კაცი გაცოფებულია – ყოველდღიურად მილიონების ზარალს ნახულობს” – ლევან ხაბეიშვილი

,,ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“სვანეთში რომ არ აღმოფხვრილიყო მკვლელობები, ძარცვა, გატაცებები და გაუპატიურებები, იქ ტურიზმი როგორ განვითარდებოდა?” –...

სვანეთთან დაკავშირებით კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, შეკითხვებთის თანხლებით: "სვანეთში...

“მდიდარ ქოცს უვიზო მხოლოდ შოპინგი ჰგონია” – სერგო ჩიხლაძე

ევროკავრშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის განცხადებებს კონკრეტულ...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...