spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩვენ, ზოგადად, და მათ შორის, მედიასაც გვაქვს დასახული...

“ჩვენ, ზოგადად, და მათ შორის, მედიასაც გვაქვს დასახული მიზნები, რომლებიც ზოგჯერ ჩამორჩენილია დროს” – არჩილ გამზარდია

ჟურალისტი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ქართული მედიის და არა მარტო მედიის კრიზისზე ამახვილებს ყურადღებას:

დღევანდელ საქართველოში, მედიას, ისევე როგორც საზოგადოებრივ და პოლიტიკური მიმართულების სპეციალისტებს, ისევე, როგორც არასამთავრობო სექტორს, ისევე, როგორც პოლიტიკურ სპექტრს, ისევე, როგორც მე, თქვენ, სხვებს ანუ ზოგადად, საზოგადოებას, გვაქვს კრიზისი.

ეს კრიზისი განპირობებულია ხშირად თანამედროვე საზოგადოების შეუცნობლობით და ზოგჯერ ზედმეტი ბმით პოლიტიკურ სუბიექტებთან.

ჩვენ, ზოგადად, და მათ შორის, მედიასაც გვაქვს დასახული მიზნები, რომლებიც ზოგჯერ ჩამორჩენილია დროს, სტრატეგიები, რომელიც ასევე ვერ მიჰყვება თანამედროვე ადამიანების რეალურ ინტერესებს, ცნობიერებასა და მისწრაფებებს.

ჩვენ ჩამორჩენილი ვართ საკუთარ თავებსაც კი და ჩვენს დეკლარირებულ დამოკიდებულებებს ვერ ვაწევთ ჩვენს რეალურ და შინაგან დამოკიდებულებებს.

თანამედროვე მედია, ზოგადად, მსოფლიოშიც კრიზისშია, რადგან ის კარგავს საკუთარ ფუნქციურ მიზნებს, ზედმეტად კონცენტრირებულია პროპაგანდაზე და ასევე მომხმარებლების მხოლოდ მცირე სეგმენტებზე.

როგორც პოლიტიკური ჯგუფები და სამოქალაქო ორგანიზაციები, ჩვენი მედიაც ზედმეტად ჩაკეტილია საკუთარ ე.წ. ბაბლში და ამ ჩარჩო-ნაჭუჭებს იქით ვერ ახერხებს ვერც სახელმწიფოს, ვერც საზოგადოების და ვერც მსოფლიოს აღქმას.

შესაძლებლობებს მკვეთრად ამცირებს ავტორიტარული და დიქტატორული სახელმწიფოს ფაქტორები, რაც სერიოზულად გვაზიანებს ყველას და მათ შორის, მედიის უნარებსაც, მაგრამ რესურსები ნამდვილად არის დარჩენილი, რასაც ჩვენ ვერ ვიყენებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე არჩილ გამზარდია.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...