spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაშიფრულ აგენტ ფარცხალაძეს “ქართულ ოცნებაში” მყოფი გაუშიფრავი აგენტები...

“გაშიფრულ აგენტ ფარცხალაძეს “ქართულ ოცნებაში” მყოფი გაუშიფრავი აგენტები არ და ვერ დასჯიან” – პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე პოლიტიკურ შეფასებას აძლევს სუს-ის უფროსისა და მმართველი პარტიის ლიდერების პრეტენზიებს აშშ-ს მხარისადმი, რომ მათგან არ იყო მოწოდებული კონკრეტული მტკიცებულებები ოთარ ფარცხალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით:

ჩემთვის უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად გაუგებარია “ქართული ოცნებისა” და სუს-ის უფროსის განცხადება, რომ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მოვითხოვეთ მტკიცებულებები და არ გვაძლევენო.

ეს კიდევ უფრო მეტი არაპროფესიონალიზმია ვიდრე ის, რომ ქართულმა სპეცსამსახურებმა ვერ გამოავლინეს წლების განმავლობაში რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძე და მასთან დაკავშირებული პირები. აშშ-ს ჰყავს 16 სპეცსამსახურისგან შემდგარი უსაფრთხოების თანამეგობრობა და თუ არცერთი არ გეთანამშრომლება ეს ნიშნავს, რომ არ გენდობა და არ გიმხელს იმ წყაროებს რომლებმაც გამოავლინა საქართველოში ფარცხალაძის ჯაშუშური საქმიანობა.

ასევე პრიმიტიული და დანაშაულებრივია ნარატივი, რომ თუ ამერიკა მტკიცებულებებს არ გვაწვდის ე.ი. ფარცხალაძე უდანაშაულოა და სულ ტყუილად დაასანქცირეს თურმე ის.

არ დაგვავიწყდეს, საუბარია საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ მოქმედ რუს ჯაშუშზე და იმდენად ჩამოშლილია ჩვენი სტრუქტურა რომ ჯაშუშის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგაც ვერ მოიპოვეს აგენტობის და ჯაშუშობის მტკიცებულებები მაშინ, როცა ყველაფერი ხელის გულზე დევს.

სინამდვილეში მთავარი პრობლემა არის ის, რომ გაშიფრულ აგენტ ფარცხალაძეს “ქართულ ოცნებაში” მყოფი გაუშიფრავი აგენტები არ და ვერ დასჯიან”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სერიოზული გამოწვევაა ის, თუ როგორ იბრძვიან ჩვენი სარწმუნოების, ეკლესიის, წარმატებული ადამიანების წინააღმდეგ” – კახა...

„საინტერესო ინიციატივაა, რაზეც გუნდში ვიმსჯელებთ და შესაბამის გადაწყვეტილებას გავაჟღერებთ“,...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...