პარასკევი, ივნისი 20, 2025
17.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისოფო ჯაფარიძე: "ქართული ოცნების" სიმბოლოა კვერხი და ქვა

სოფო ჯაფარიძე: “ქართული ოცნების” სიმბოლოა კვერხი და ქვა

დღეს, საპროტესტო მსვლელობა გაიმართა ჭორვილაში, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან დაპირისპირება მოჰყვა. თემასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი ოფისის ხელმძღვანელმა, სოფო ჯაფარიძემ:

,,ჩვენ დღეს ,,ქართული ოცნების”, მშიშარა რუსი ოლიგარქისა და მისი მშიშარა პოლიტიკური ინსტრუმენტების სახე დავინახეთ, კიდევ ერთხელ. დავინახეთ და დავრწმუნდით, რომ ,,ქართული ოცნების” სიმბოლოა კვერხი და ქვა. დიახ, მშვიდობით ჩამოსულ მოქალაქეებს ასე მოგვექცნენ და ჟურნალისტებს, რომლებსაც ხელს უშლიდნენ, რომ თავიანთი საქმე გაეკეთებინათ.

პირობას გაძლევთ, აუცილებლად დასრულდება აი, ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში. დღეს, ბევრს გაუჩნდა კითხვა, რომ რატომ ჭორვილაში?! იმიტომ, რომ ეს არის რუსი ოლიგარქის მშობლიური სოფელი; რუსი ოლიგარქის, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ქართველები ჩაანაცვლოს რუსებით, ქართველები და საქართველო გაარუსოს, რომელიც უკვე დეკლარირებულად რუსეთის გვერდით გვაყენებს; რუსი ოლიგარქი, რომელსაც ტყვეობაში ჰყავს ქვეყნის მე-3 პრეზიდენტი, რომელმაც შექმნა სახელმწიფო და რუსი ოლიგარქი, რომელიც ყოველდღიურად ჩვენ ქვეყანას ანგრევს“, – განაცხადა სოფო ჯაფარიძე.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“პოლიტიკურ სარკეში კარგად ჩახედვა ბევრს მათდა სამწუხაროდ დისკომფორტს უქმნის” – ზაალ ანჯაფარიძე

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პოლიტიკური ლიდერების გავლენაზე  საუბრობს და კონკრეტული...

“ვისაც ჰგონია, რომ ეს ირონიაა და ასე არ მოხდება, უკვე მწარედ სცდება…” – ლაშა...

ქართველი მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში მძიმე სტატუსს...

“გახარიას დაჭერა თუ უნდა ბიძინას, ფორმალურად ამას უპრობლემოდ გააკეთებს” – ვახო სანაია

ჟურნალისტი ვახო სანაია ყოფილი პრემიერ მინისტრის, გიორგი გახარიას დაჭერის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ქოცებო, რუსები რომ ვერ “დალაგდნენ” ტრამპის ადმინისტრაციასთან და თქვენ როგორ “დაგილაგებენ”?!” – ზურაბ ბატიაშვილი

უკრაინელების მიერ ქერჩის ხიდზე მიტანილ შეტევასთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს...

ლაშა ბაქრაძე: “იქნებ ჩვენი ბლეიზი არჩილის შვილიშვილია?”

ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას დიდი ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის, MI6-ის ხელმძღვანელად,...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...