spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს - რად გიღირთ ასეთი...

ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილს – რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა?

მე არ ვიცი რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა, როდესაც მუდმივად გიწევთ სახელმწიფოზე და ინსტიტუტებზე თავდასხმა, როცა ღიად გიწევთ რევოლუციური პროცესების მხარდაჭერა. რად გიღირთ ასეთი პრეზიდენტობა? „რას დაგამსგავსათ მამაძაღლმა სეთურმა“, დაგამსგავსათ რიგით „ნაციონალს“,- ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტს მისი იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისას.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილს არ აღმოაჩნდა უნარი „ღირსეულად ეზიდა პასუხისმგებლობა საკუთარი დიდი წინაპრების წინაშე“. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი დაპირისპირებულია საქართველოში ლეგიტიმურად ფუნქციონირებად ყველა კონსტიტუციურ ორგანოსთან.

ეს არის ინსტიტუტები, რომლებმაც ამ ქვეყანას 11 წლის მანძილზე შეუნარჩუნეს უწყვეტი მშვიდობა. ეს არის ინსტიტუტები, რომელთა ძალისხმევითაც საქართველო დეკემბერში, ძალიან მაღალი ალბათობით, მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ინსტიტუტები, რომელსაც უპირისპირდება სალომე ზურაბიშვილი. ასეთი ადამიანი არ შეიძლება იწოდებოდეს საქართველოს პრეზიდენტად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, საპირისპირო აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, პლენარულ სხდომათა დარბაზში არავის ჰქონია.

არის უმარტივესი კაზუსი. 52-ე მუხლის თანახმად, პრეზიდენტს სჭირდებოდა თანხმობა, მან ეს იცოდა, მოითხოვა თანხმობა, მიიღო უარი, მაინც წავიდა, რა თქმა უნდა დაირღვა კონსტიტუცია. რად უნდა ამას იურისტობა? ვინმემ მოისმინა აქ ერთი არგუმენტი მაინც ამ ლოგიკის საპირისპიროდ? როგორ შეიძლება ამაზე გქონდეს საპირისპირო ლოგიკა? აქ კეთილსინდისიერებაზეა საუბარი, აქ არ შეიძლება საპირისპირო პოზიცია დააფიქსირო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, უმრავლესობას თავიდანვე არ ჰქონდა 100 ხმის მიღების იმედი, თუმცა, იმპიჩმენტის პროცედურამ გარკვეული შედეგი მაინც გამოიღო.

შეიძლება ითქვას რომ იმპიჩმენტის პროცედურამ გამოიღო კონკრეტული შედეგი. ერთი, ჩვენ რეაგირების გარეშე არ დავტოვეთ კონსტიტუციის დარღვევა და სათანადო პასუხი გავეცით ამ ყველაფერს, მეორე – კიდევ ერთხელ გაიშიფრა ის ალიანსი, რომელიც სახელმწიფო წინააღმდეგ არის სამწუხაროდ მიმართული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

გოჩა მირცხულავა: “პოლიტიკაში არ ვერევი ნიშნავს…”

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მოსაზრება საზოგადოებაში გავრცელებულ პოზიციაზე "პოლიტიკაში არ...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“რა მაინტერესებს, იცით? ზოგადად გინება იკრძალება თუ ქოცების გინება ხდება დასჯადი?” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა მწვავე შეფასებებით...

“15 კატეგორიის პროდუქტზე ჩვენ მომხმარებელს ყოველდღიურად ექნება საუკეთესო ფასი” – შოთა ბერეკაშვილი

ე.წ. "ფასების კომისიის" თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი სავაჭრო სექტორში 15...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...