კვირა, მაისი 11, 2025
16.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმალე გაიგებთ სიმართლეს, ბევრისთვის ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც კი...

მალე გაიგებთ სიმართლეს, ბევრისთვის ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც კი იყოს, მაგრამ სიმართლე სიმართლეა! – სოსო გოგაშვილი

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოციალური ქსელის მეშვეობით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მას ბევრი რამ აქვს სათქმელი:

“პირადში ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მწერს და საჭიროდ ჩავთვალე განმარტება გავაკეთო, მეგობრებმა და ახლობლებმა ისედაც იცით იმის მიზეზი რაზეც ქვემოთ დავწერ:

მოკლედ, მწერენ ძალიან ბევრნი და მეკითხებიან, რატომ არაფერს არ ვამბობ, რატომ ვარ ჩუმად, დამნაშავე ვარ, არა ვარ, რატომ არ ვხსნი იმას, თუ რა მოხდა სალოსის ქუჩის და პანკისის (არა მარტო) სპეცოპერაციის დროს.

მინდა ყველამ იცოდეთ, რომ ჩემი დუმილი ნაყიდი არაა!!!! მე ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო და ბევრ რამეს შემიძლია ავხადო ფარდა, ის რაც არ იცის საზოგადებამ და ის რაც არ ჩანს ყველასთვის, მაგრამ იქამდე სანამ პროკურატურა არ დაასრულებს გამოძიებას და არ დაიდება დასკვნა (იმედია მალე!!!), მე არანაირ განმარტებას და კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ხელი არ შევუშალო ამ საქმის მსვლელობას.

დამერწმუნეთ, რომ არაა მარტივი აიტანო ის სიბინძურე და ცილისწამება, რომელსაც ანთხევენ უღირსი და სულიერად, თუ ხორციელად ყოვლად გახრწნილი ბინძური სულის ადამიანები, ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ.

თქვენ ყველა ძალიან მალე დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში, სისუფთავეში და ერთგულებაში ქვეყნის მიმართ. ის ხალხი რომელიც ამას კადრულობს, ისეთ დღეში ჩავარდებიან, რომ რუსთაველზე კი არა, ვერსად ვერ გამოყოფენ თავს!!

ამ ხალხში არიან, როგორც დაინტერესებული და დავალება მიღებული პერსონები, ასევე “გუნდის” წევრებიც, ასე რომ დაველოდოთ, მალე გაიგებთ სიმართლეს, ბევრისთვის ეს შეიძლება შოკისმომგვრელიც კი იყოს, მაგრამ სიმართლე სიმართლეა! და ეს სიმართლე ქვეყანას არ დააზიანებს, პირიქით უთქმელობა აზიანებს ქვეყანას…” – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე სოსო გოგაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ვეღარ ქაჩავს ჟღალი მიმინოს პონტში…🤣🤣🤣 ჩემი რიჟა მელაკუდა…🤣🤣🤣” – ხათუნა ხოფერია

აშშ პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების...

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“ჩვენ ყველა ერთად გადავარჩენთ დამოუკიდებლობას, გადავარჩენთ ქვეყანას 26 მაისს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 9-13 მაისის პერიოდისთვის

2 მაისს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი...

“ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი – ნუ იჭაჭები ტელევიზიის მიღმა, პოლიციელებს ზურგს უკან ამოფარებული და იმ...

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით,...