სამშაბათი, აპრილი 30, 2024

თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 90 ოჯახზე გათვლილი სოციალური სახლის მშენებლობა დაათვალიერა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან ჯაბა ფუტკარაძესთან და ხელვაჩაურის მერთან ზაზა დიასამიძესთან ერთად ხელვაჩაურში მიმდინარე სოციალური სახლის მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში, კიდევ ერთი 9 სართულიანი სოციალური სახლის მშენებლობა დაიწყო. ახალ სახლში საცხოვრებელი ფართი 121 ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება – 11 მლნ ლარია.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და გადაადგილებას დაქვემდებარებული ოჯახების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკვე აშენდა 4 სოციალური სახლი. მათ შორის 3 სოფელ კაპრეშუმში და 1 ურეხის დასახლებაში. ჯამში საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 112 ეკომიგრანტი ოჯახი.

ასევე, ერგეში და სალიბაურში იგეგმება სოციალური სახლების მშენებლობა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოციალური სახლით ჯამში 350 ოჯახი დაკმაყოფილდება. სოციალური სახლების მშენებლობა აჭარის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

ინფორმაციას აჭარის ა.რ. მთავრობის პრესცენტრი ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული