spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებისაკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, სჯობს...

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, სჯობს საკითხი მიმდინარე კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ – შალვა პაპუაშვილი

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს განხილვისა და კენჭისყრისთვის ორკვირიანი ვადა აქვს. ვინაიდან მიმდინარე კვირა სასესიო კვირაა, ამიტომ სჯობს საკითხი ამ კვირაში განვიხილოთ და კენჭისყრაზე დავაყენოთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა საკითხის განხილვასა და კენჭისყრასთან დაკავშირებული პროცედურაც განმარტა. მისი თქმით, თუ სასამართლო არ დაადგენდა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, მაშინ განხილვა შეწყდებოდა, თუმცა, რადგან სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა, პროცესი პარლამენტში ინაცვლებს.

მას შემდეგ, რაც პარლამენტში ინფორმაცია ოფიციალურად შემოვა, უნდა შედგეს განხილვის და კენჭისყრის გრაფიკი. ვვარაუდობ, რომ ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე დადგენილების შესაბამისი პროექტს წარვადგენთ, რომელშიც იქნება განხილვის გრაფიკი.

შეტყობინების მიღებიდან პარლამენტს განხილვის და კენჭისყრის ორკვირიანი ვადა აქვს. ვინაიდან ჩვენ გვაქვს სასესიო კვირა, ამიტომ აჯობებს მიმდინარე კვირაში განვიხილოთ ეს საკითხი და დავაყენოთ კენჭისყრაზე.

რეგლამენტის თანახმად, ეს საკითხი პლენარულ სხდომაზე განიხილება ზოგადი, პირველი მოსმენის წესით და ასევე ითვალისწინებს, რომ პარლამენტს შეუძლია განხილვაში მონაწილეობის მისაღებად, მოიწვიოს პირი, ვის მიმართაც იმპიჩმენტის საკითხი განიხილება. ჩვენ დავუკავშირდებით პრეზიდენტის აპარატს და ვიკითხავთ თუ ექნება მას მონაწილეობის სურვილი და ამის მიხედვით ვიმოქმედებთ. იმპიჩმენტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას 100 ხმა სჭირდება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

მიხეილ სააკაშვილი: “მე ვემზადები დიდი ცვლილებებისთვის, რომლებიც მოდის…”

საქართველოს მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური განაცხადი და კონკრეტული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...