პარასკევი, აპრილი 19, 2024

ჩვენ წავშალეთ საქართველოს შიდა ქსელში შექმნილი ფეისბუკის 39 ანგარიში და 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში – ფეისბუკის უსაფრთხოების განყოფილება

როგორც ჩანს, ფეისბუკის უსაფრთხოების განყოფილებების მიერ გავრცელებული სკანდალური ინფორმაცია სერიოზული განსჯის საგანი გახდება. საქმე ეხება საქართველოს სოცმედიის სივრცეში – ფეისბუქსა და ინსტაგრამზე აღმოჩენილ, ხოლო შემდეგ წაშლილ ანგარიშებს, გვერდებს, ჯგუფებს:

ჩვენ წავშალეთ საქართველოს შიდა ქსელში შექმნილი ფეისბუკის 39 ანგარიში და 344 გვერდი, ინსტაგრამის 13 ჯგუფი” – განაცხადა 20 დეკემბერს ფეისბუკის უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელმა ნათანიელ გლეიხერმა.

ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ცალკეული არასანდო ქმედებების გამოვლენისა და შეწყვეტის მხრივ, რადგანაც არ გვსურს, რომ ჩვენი მომსახურება გამოყენებული იქნას ხალხის მანიპულირებისთვის. ჩვენ ვშლით ასეთ გვერდებს, ჯგუფებს, ანგარიშებს მათი ქმედებების შესაბამისად და არა იმის მიხედვით, რასაც აქვეყნებდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

უსაფრთხოების განყოფილების განმარტებით აღნიშნული გვერდები კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდნენ.

დღეს ჩვენ წავშალეთ საქართველოს შიდა ქსელში შექმნილი ფეისბუკის 39 ანგარიში და 344 გვერდი, 13 ჯგუფი და ინსტაგრამის 22 ანგარიში. ადამიანები, ვინც აღნიშნული საქმიანობით იყვნენ დაკავებულები, იყენებდნენ ყალბ ანგარიშებს, რომელთაგან ზოგიერთი ადრე გამორთული იყო ჩვენი ავტომატიზებული სისტემებით. ეს გვერდები წარმოადგენდნენ საინფორმაციო საშუალებებებს, თუმცა ბაძავდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადო მოღვაწეებს, აქტივისტების ჯგუფებს თუ მედიას, სადაც გვერდების ექაუნტების ადმინისტრატორები და მფლობელები წერდნენ ადგილობრივ სიახლეებსა და ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ასევე ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტების ორგანიზაციების კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმიანობის უკან მყოფი ადამიანები ცდილობდნენ თავიანთი პირადობის დამალვას და საქმიანობას, ჩვენმა გამოძიებამ ეს საქმიანობა დაუკავშირა კომპანია “Panda”-ს, სარეკლამო სააგენტოსა და “ქართული ოცნების” ხელისუფლებას“, – აღნიშნულია ნათანიელ გლეიხერის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ წაშლილ ჯგუფებსა და გვერდებში 442 ათას 300 მომხმარებლები იყვნენ გაწევრიანებულები, ხოლო აღნიშნული გვერდების ფეისბუკზე რეკლამირისთვის 316 000 დოლარი დაიხარჯა.

უსაფრთხოების განყოფილებამ, ასევე, გაასაჯაროვა ცალკეული გვერდების ე.წ. “სქრინები”.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული