პარასკევი, მაისი 3, 2024

“არესტოვიჩმა რა თქვა სიახლე?! – რასაც გელაპარაკებოდით მეც, ჩემი კოლეგებიც, რასაც ვამბობდით, რომ უკრაინა კორუფციაში იხრჩობა” – ირაკლი ზარქუა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებას აკეთებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა:

,,არესტოვიჩმა რა თქვა სიახლე?! – რასაც გელაპარაკებოდით მეც, ჩემი კოლეგებიც, რასაც ვამბობდით, რომ უკრაინა კორუფციაში იხრჩობა, სადაც სიტყვის თავისუფლება არ არსებობს და უზურპირებული აქვს რაღაც გარკვეულ ჯგუფებს.

მათი ამოცანა სულ სხვა არის, თან ჩვენ მოგვიწოდებენ მეორე ფრონტის გახსნისკენ.

დღეს არესტოვიჩი ალაპარაკდა, ხვალ ალაპარაკდება ,,ტვ პირველის” და ,,მთავარი არხის” საყვარელი რესპოდენტი რომ ჰყავს, გონჩარენკო, იქაური ჭიჭე ვაშაძე, მოკლედ რა. ესეც ალაპარაკდება ცოტა ხანში, რომ თურმე კორუმპირებულია და ახლა არ მოეწონებათ ზელენსკის მთავრობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ინფორმაციისთვის: უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ მიმდინარე ომის პირობებში უკრაინის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებები იყო კორუმპირებული და არაადეკვატური, რაზეც საერთაშორისო პარტნიორები მუდმივად მიუთითებენ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული