spot_img
მთავარიეს საინტერესოა"წუხს ქართველი კაცი, ქვეყანას მოკავშირე არა ჰყავსო, არადა,...

“წუხს ქართველი კაცი, ქვეყანას მოკავშირე არა ჰყავსო, არადა, ისეთი მოკავშირე ჰყავს ამ დიდებულ ქვეყანას, სხვები ვერც ინატრებდნენ” – ზურაბ მაღრაძე

საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და ადგილთან დაკავშირებით ისტორიულ ფაქტებს მიმოიხილავს ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ეკონომიკის ექსპერტი ზურაბ მაღრაძე:

წუხს ქართველი კაცი, ქვეყანას მოკავშირე არა ჰყავსო, ისე როგორც სხვა ქვეყნებს ჰყავთო. უკრაინას ბრიტანეთი და ევროკავშირი ჰყავს გვერდით, ისრაელს – ამერიკა, აზერბაიჯანს – თურქეთი და ა.შ.

არადა, ისეთი მოკავშირე ჰყავს ამ დიდებულ ქვეყანას, სხვები ვერც ინატრებდნენ.

შავი ზღვაა საქართველოს ყველაზე დიდი მოკავშირე და ყველაზე დიდებული დამცველიც. სწორედ შავი ზღვა აიძულებს ევროპასაც, აზიასაც, არაბეთსაც და ამერიკასაც საქართველოს უსაფრთხოების წესრიგს.

შავი ზღვა გველაპარაკება, რადგან მხოლოდ მან იცის და მეტი არავინ, თუ როგორ დაიწყო ადამიანმა ნაოსნობა პირველად კოლხეთში. გველაპარაკება მაგრამ მისი ენა აქ არავის ესმის.

დედამიწაზე პირველი ვაჭრები ფინიკიელები იყვნენ. მერე იყვნენ გენუელი ვაჭრები და ყველა ესენი შავი ზღვით უკავშირდებოდნენ დანარჩენ მსოფლიოს.

ილონ მასკმა სულ რომ ციფრული ტექნოლოგიებით დათვალოს ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავები, შავი ზღვის მწვანე და ბოჭკოვან სადენებს გვერდს ვერ აუვლის.

კარგად უწყიან დიდი ოლიგარქები, რომ შავი ზღვის ქვეყნების აუზში პირველი მყარი ვალუტაც კოლხეთიდან მოდის. ეგ იყო მაშინდელი მსოფლიო ბანკიც და მაშინდელი სავალუტო ფონდიც.

შავი ზღვა გვიცავს უკვე სამი ათასი წელია. შავ ზღვის ფიქრებს წაკითხვა უნდა“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ მაღრაძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“დაგვაზიანეს, მაგრამ ვერც ოპოზიცია გააჩერეს, ვერც ხალხი” – ელენე ხოშტარია

"ყველა პროდასავლურ პარტიას და საზოგადოებრივ ჯგუფს გავუზიარებ ჩემს გეგმას,...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“როდესაც ანადგურებ იმას, რაც შენი აშენებული არ არის, ამტკიცებ, რომ უბრალოდ ზედმეტად მცირე ხარ...

ბიზნესმენ ფადი ასლის შეფასებები კონკრეტული შედარება-მინიშნებებით: "მემკვიდრეობისადმი, როგორც ადვილად მოსაშორებელ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ამ რუსების მონების ნაცვლად, საერთაშორისო საზოგადოება მუშაობს აქტიურად აღიარებების გასაუქმებლად” – დავით ქაცარავა

გავრცელებული ინფორმაციით ევროკავშირის ქვეყნები აპირებენ დღის წესრიგში დააყენონ სირიასთან...

“ახლა განახებთ რა უნდოდა ივანიშვილს რიყეზე, რაზეც მას ზრდილობიანი უარი ეთქვა…” – გიგი უგულავა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა საზოგადოებას კონკრეტულ ინფორმაციას აწვდის წლების...

“ანუ, სააკაშვილმა რომ მამა დაუჭირა, ეგ იყო “ოჯახის განადგურება” და ივანიშვილმა რომ ქმარი დაუჭირა,...

ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის მადლიერ პოზიციას ბიძინა ივანიშვილის...

“მადლობელი ვარ ჩემი და ჩემი ძმაკაცის ირაკლი ნადირაძისადმი გამოხატული ძმური სოლიდარობისთვის” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის წერილი, ემოციური...