spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების...

მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა რომელთა დაბრუნება უკვე გადაუდებელი აუცილებლობა გახდა – პაატა მანჯგალაძე

ისრაელში შექმნილი მძიმე სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ქვეყნიდან საქართველოში დაბრუნების სურვილი გამოთქვეს საქართველოს მოქალაქეებმა, თუმცა ამ მხრივ მათ პრობლემები ექმნებათ. აღნიშნულთან დაკავშირებით, “სტრატეგია აღმასენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე, ხელისუფლებას კონკრეტული შეთავაზება/მოთხოვნებით მიმართავს:

რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ რომ ისრაელი ჩართულია ტერორისტებთან რეალურ ომში და ფაქტობრივად იქ არ არსებობს უსაფრთხო ადგილი. სწორედ ამიტომ ბევრი ქართველი გვიკავშირდება რომ ესაჭიროება დაუყოვნებლივ საქართველოში დაბრუნება და ნაცვლად იმისა რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მათი ჩამოყვანა სპეციალური რეისებით, აირზენასთან ერთად ახორციელებს ზეკომერციული ფასებით მათ ძარცვას, თან ამ გაბერილი ბილეთის ფასის პირობებშიც კი არ არის ბილეთების საკმარისი რაოდენობა.

უზნეობაა როცა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას უპირისპირდება კომერციული და ფინანსური ინტერესი, სწორედ ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა და დანაშაული. მხოლოდ საკონსულო და საელჩო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ჩვენ ვიცით, რომ ისრაელში 90% ზე მეტი ქართველი არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ისინი განაწილებულები არიან მთელს ტერიტორიაზე და აუცილებელია მათთან მუდმივი კომუნიკაციის ხაზის აწყობა. თუ სპეციალურ რეისებს არ აკეთებს ხელისუფლება, აუცილებელია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის ფიქსირებული, შეღავათიანი ფასის შეთავაზება ბილეთებზე, რადგან დალხენილი ცხოვრებისთვის იქ არავინ წასულა და ფრენისთვის საჭირო ათასობით ლარი უმეტეს მათგანს არ გააჩნია.

მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი იმ მოქალაქეების ჩამოყვანა სამშობლოში რომელთა დაბრუნება უკვე გადაუდებელი აუცილებლობა გახდა”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“ზარქუას ქვის იხტიბარი აქვს, არ იტეხსო და ალაპარაკებენ ამ სისულელეებს” – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს" - მმართველი გუნდის წარმომადგენლის,...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...