spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"მივმართავ ღარიბაშვილს და კალაძეს - მოვიდნენ და ექვსი...

“მივმართავ ღარიბაშვილს და კალაძეს – მოვიდნენ და ექვსი საათი გაძლონ ამ საცხოვრებელ პირობებში, არათუ ექვსი თვე” – თეონა ჭალიძე

მივმართავ, პრემიერ – მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და თბილისის მერს, კახა კალაძეს – მათი თქმით, აღმოიფხვრა სიღარიბე, გაიზარდა ეკონომიკა. მოვიდნენ და ექვსი საათი გაძლონ ამ საცხოვრებელ პირობებში, არათუ ექვსი თვე“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ სოციალურად დაუცველ ოჯახთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, უსახლკარო და სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახს მერიამ ორხევის საერთო საცხოვრისი დაატოვებინა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედა „წითელი ჯვრის“ დახმარებით სამკურნალოდ საზღვარგარეთ იმყოფებოდა.

მისივე თქმით, 10 კვადრატულ ფარეხში, სადაც ოჯახი ცხოვრობს, არის უმძიმესი ვითარება. იგი მოუწოდებს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომ მოვიდნენ და თავადვე გაეცნონ აღნიშნულ ვითარებას:

ამ 10 კვადრატული ფარეხიდან, სადაც არ არის ელექტროენერგია, წყალი, ბუნებრივი აირი და სადაც შეზღუდული შესაძლებლობის ქალი ცხოვრობს სამი შვილით, სოციალურად დაუცველი, ყოველგვარი საცხოვრებელი, საარსებო პირობების გარეშე.

მივმართავ, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და თბილისის მერს, კახა კალაძეს. მათი თქმით, აღმოიფხვრა სიღარიბე, გაიზარდა ეკონომიკა და პარალელურად ასეთ მდგომარეობაში მყოფ ხალხს არ ექცევა სათანადო ყურადღება. მოვიდნენ და ექვსი საათი გაძლონ ამ საცხოვრებელ პირობებში, არათუ ექვსი თვე, რომელსაც თხოვენ მოიცადოს ამ ქალმა და შემდეგ გადაწყვეტენ, წაიყვანენ თუ არა სოციალურ საცხოვრისში.

უსახლკაროს სტატუსი უკვე აქვს ამ ოჯახს მინიჭებული და მივმართავ მათ, თბილისის მერს, რომ დროულად და სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება და ეს ოჯახი გადაყვანილ იქნეს უკეთეს საცხოვრებელ პირობებში მაინც.

ყველა ინსტაცია მოიარა ამ ქალბატონმა, ყველას მიმართა, ვისთვისაც შეიძლებოდა რომ მიემართა და ყველა იცილებს თავიდან და ეუბნებიან, რომ ეს ჩემი საქმე არ არის.

მერიისგან პასუხად მიიღო, რომ უსახლკაროს სტატუსი თავიდან უნდა მიენიჭოს და არის ბიუროკრატიული პროცესი, როცა ამ ქალს ეს სტატუსი უკვე ჰქონდა და იმ სოციალურ საცხოვრისში, სადაც ბევრად უკეთესი პირობებია, აქვს ერთ წლიანი ხელშეკრულება და გათვალისწინებულია ვადა“, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ისე რა კარგი ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა ირაკლი კობახიძის განცხადება აქაურ აგენტურაზე” – ზაალ ანჯაფარიძე

ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ წერილს, კონკრეტული მინიშნებებით ეხმიანება ანალიტიკოსი...

“უცხოური აგენტურა ყოველგვარი ღირებულებებისგან არის დაცლილი, რაც დღემდე არაერთხელ დაამტკიცეს” – ირაკლი კობახიძე

მთავრობის მეთაური, ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში ვრცელ წერილს აქვეყნებს,...

“ასეთი სუსტი არასდროს ყოფილა საქართველოში “ხელისუფალი” – ლევან ხაბეიშვილი

საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი...

“ორი რამის მრცხვენოდა და მტანჯავდა ყველაზე მეტად სამყაროში…” – გიორგი კეკელიძე

ბავშვობისდროინდელი 2 ფაქტის შესახებ წერს სოციალურ ქსელში ქართველი პოეტი,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...