spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ყველას სახელს და გვარს დავუტოვებთ შთამომავლობას, უსასრულოდ შევინახავთ!.."...

“ყველას სახელს და გვარს დავუტოვებთ შთამომავლობას, უსასრულოდ შევინახავთ!..” – ზურაბ ჯაფარიძე ახალ პროექტთან დაკავშირებით

,,დროამ” და ,,გირჩი – მეტი თავისუფლებამ” ერთობლივ პროექტზე დაიწყეს მუშაობა. mona.ge – ასე ჰქვია ვებ-რესურს, რომელიც შეიქმნა ინტერნეტ-სივრცეში და რომლის ფარგლებშიც იარსებებს სივრცე, სადაც ყველა იმ საჯარო მოხელის ინფორმაცია განთავსდება, ვინც, თავისი ქმედებებით, ხელს უშლიან ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს. თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ,,გირჩი – მეტი თავისუფლების” თავმჯდომარემ, ზურაბ ჯაფარიძემ:

,,ყველას სახელს და გვარს დავუტოვებთ შთამომავლობას, უსასრულოდ შევინახავთ და მომავალ თაობას ეცოდინება, ვინ იყვნენ ქვეყნისთვის ამ კრიტიკულ მომენტში, როცა ჩვენ გვქონდა სერიოზული შანსი და ჯერ კიდევ გვაქვს, რომ ძალიან სწრაფი ნაბიჯებით წავიდეთ წინ ევროპისკენ, NATO-სკენ და ვინ უშლიდა ხელს ამაში!

კომუნიკაცია უკვე გვაქვს დიპლომატიურ მისიებთან. ყველანაირად შევეცდებით, რომ ეს ხალხი, ან მათი ოჯახის წევრები თუ გადაწყვეტს, რომ ქვეყნიდან გაიქცნენ, ანუ აქ, ჩვენ დაგვტოვონ სიღარიბეში, რუსულ სივრცეში და უბედურებაში, თვითონ თავი დააღწიონ და ნორმალურ დასავლურ ქვეყანაში გაიქცნენ, ყველანაირად შევეცდებით, რომ ამაში ხელი შევუშალოთ“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ახალ პროექტთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა, ასევე, ,,დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ:

სისტემური მხილების მექანიზმის შექმნა არის საიტი mona.ge. რომელშიც სისტემატიზებული იქნება ყველა ის თანამშრომელი სუს-ის, პროკურორი, მოსამართლე, მოძალადე, სსიპ-ის თანამშრომელი, რომელიც რეალურად პარტიას ემსახურება და არა სახელმწიფოს და რომლებზეც დგას ეს რუსული სისტემა“, – აღნიშნავს ელენე ხოშტარია.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ, შეეგუეთ ამას” – კახა კალაძე

„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ....

“რა არის აქ გაუგებარი? სახელმწიფო უნივერსიტეტებში ნაცების და დიფსთეითის მმართველობის დროს სწავლა იყო ფასიანი,...

პოლიტიკის ექსპერტი დავით ზურაბიშვილი სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებლებში სწავლის დაფინანსებასთან...

“გახსენებთ! 17 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ჯერ სისტემიდან არავის უგია პასუხი. მოჩვენებითადაც კი” – ნანკა...

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი გულისტკივილს გამოხატავს 2 კვირის წინ მომხდარ...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...