spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებითეონა ჭალიძე: "ეროვნულმა ბანკმა ლიბერთი ბანკისგან სმს-ით მოტყუებული...

თეონა ჭალიძე: “ეროვნულმა ბანკმა ლიბერთი ბანკისგან სმს-ით მოტყუებული პენსიონერების საქმე უნდა შეისწავლოს”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა, თეონა ჭალიძემ ეროვნული ბანკის მომხმარებელთა დაცვის დეპარტამენტს წერილობით მიმართა და „ლიბერთი ბანკისგან“ სმს-ით დაზარალებული პენსიონერების საქმის შესწავლა მოითხოვა.

როგორც ჭალიძე აღნიშნავს, „ლიბერთი ბანკი“ პენსიონერებს სმს-ს უგზავნის და ყოველთვიური შენატანის შემცირების სანაცვლოდ სესხის ვადას უხანგრძლივებს, რაც მომხმარებელთა თანხმობის გარეშე ხდება.

მისივე თქმით, მსგავსი სახის უკვე არაერთი შემთხვევაა დაფიქსირებული, ამიტომაც საჭიროა ეროვნულმა ბანკმა დაიწყოს მოკვლევა, გამოითხოვოს ყველა დოკუმენტაცია და დაზარალებულებს დაუბრუნდეთ გადავადებული სესხის პროცენტის თანხა:

მივმართე საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტს, რათა დაიწყოს მოკვლევა „ლიბერთი ბანკის“ მიერ სმს შეტყობინებების საფუძველზე პენსიონერებისთვის დამტკიცებული განახლებული სესხებისა და შეცვლილი პირობების შესახებ, რის გამოც დაზარალდა არაერთი პენსიონერი.

საქმე ეხება გაუგონარ თავხედობას „ლიბერთი ბანკის“ მხრიდან, რომელიც პენსიონერს უგზავნის სმს შეტყობინებას, რითაც აცნობებს, რომ ყოველთვიური შენატანის შემცირების სანაცვლოდ გაუხანგრძლივდებათ სესხის ვადა და თუ არ სურთ ეს ასე მოხდეს, სთხოვს მივიდნენ ფილიალში, ან გადავიდნენ ლინკზე და ისე განაცხადონ უარყოფა. პასუხის არ გაცემა ანუ დუმილი დასტურად ჩაუთვალეს პენსიონერებს.

რამხელა ცინიზმია ხვდებით? თან მომხმარებლებზე ზრუნვად რომ ასაღებენ ამას და პენსიონერს მიმართავენ სმს-ით ბმულზე გადავიდეს და იქ დააფიქსიროს რომ არ უნდა სესხი, განახლებული, მისთვის გაუარესებული პირობებით. დაფიქსირდა შემთხვევა რომ ტექნიკურად მსგავსი მესიჯის არ მისვლის მიუხედავადაც კი გადაუვადეს ავტომატურად.

ჯერ ერთი ზოგიერთ პენსიონერს სულ არ აქვს ინტერნეტი ტელეფონში, ან ისეთი ტელეფონი არ აქვს, სადაც მითითებულ ბმულზე გადავიდოდა, ზოგიც საერთოდ არ კითხულობს სმს-ებს. ან რა ვალდებულები არიან?! რას ნიშნავს ამხელა იურიდიულმა პირმა, როგორიც ბანკია ოფერტი ანუ შეთავაზება გაუკეთო პენსიონერს და განა თანხმობის შემთხვევაში მოქმედება მოსთხოვო, პირიქით, თუ არ უნდა იმ შემთხვევაში დაავალდებულო ეს განგიცხადოს. მსგავსი სტანდარტი უსამართლოა და მიუღებელია.

მოვითხოვთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სასწრაფოდ მოახდინოს ამაზე რეაგირება, მოითხოვოს ყველა დოკუმენტი, მოიკვლიოს წლების განმავლობაში მსგავსი შემთხვევები და დაზარალებულ პენსიონერებს დაუბრუნდეთ მათი თანხმობის გარეშე გადავადებით გამოწვეული პროცენტის თანხა ან/და მოხდეს შესაბამისი თანხის ოდენობით ვალდებულების და მოქმედების ვადის შემცირება მათ კრედიტებზე”, – განაცხადა თეონა ჭალიძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების შენარჩუნების 80%-იანი შეფასების მოთხოვნა სავსებით კანონზომიერია” – არჩილ გამზარდია

სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაფინანსების საკითხს, კონკრეტული განმარტებებით, სოციალურ ქსელში ეხმიანება,...

“მარიზ, ჩემო კეთილო ადამიანო, იცოდე, შენ დაგცინიან ის ადამიანები, რომლებმაც პრეზიდენტად ყაველაშვილი აირჩიეს” –...

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტის დედის, საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილის...

“აღარ არსებობს აღარც მთაწმინდა, აღარც სოლოლაკი… სულ ბეტონი, უჟანგბადობა, კლაუსტროფობია… სიმახინჯე…” – ლაშა ბუღაძე

მწერალი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე, მძიმე შეფასებებით, კონკრეტულ ფაქტებზე აკეთებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...