spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გასაგებია, როგორ ესმის „აირზენას“ ხალხის თანადგომა და პატრიოტიზმი....

“გასაგებია, როგორ ესმის „აირზენას“ ხალხის თანადგომა და პატრიოტიზმი. გასაგებია ხელისუფლებაც როგორ უწყობს ხელს გაიაშვილს განსაცდელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ძარცვაში” – პაატა მანჯგალაძე

გასაგებია, როგორ ესმის „აირზენას“ ხალხის თანადგომა და პატრიოტიზმი. გასაგებია ხელისუფლებაც როგორ უწყობს ხელს გაიაშვილს განსაცდელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ძარცვაში. მათ დღემდე ვერ უზრუნველყვეს სპეცრეისის დანიშვნა“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, პარლამენტის წევრმა პაატა მანჯგალაძემ ისრაელში არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ისრაელში შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე, აუცილებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები მშვიდობიანად დაბრუდნენ ქვეყანაში.

მისივე თქმით, „აირზენამ“ ფრენები ხუთჯერ გააძვირა, რაც ბოროტებაა, ხელისუფლება კი ხალხის ძარცვაში მას ხელს უწყობს:

ისრაელში შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც საომარი მოქმედებების ზონასთან ახლოს მცხოვრებ ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქეს სურვილი აქვს დაბრუნდეს სამშობლოში, ამისთვის საჭიროა ხელისუფლების თანადგომა, მხარდაჭერა, რომ როგორც სხვა ქვეყნები სპეციალური რეისებით ახდენენ მოქალაქეების ევაკუაციას, ასევე უზრუნველყოს ქართულმა სახელმწიფომაც მოქალაქეების უსაფრთხოება.

ბოროტებაა როგორც ამას აირზენა ცდილობს.

სარგებლობენ ისრაელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების მძიმე მდგომარეობით, ოთხჯერ და ხუთჯერ უფრო გაძვირებულია ბილეთის ფასი რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვერც კი იშოვნი და თუ იშოვი მისი ფასი 1500 ლარის ზემოთ არის.

გასაგებია, როგორ ესმის აირზენას პატრიოტიზმი, ხალხის თანადგომა. გასაგებია ხელისუფლებაც როგორ უწყობს ხელს გაიაშვილს განსაცდელში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ძარცვაში. მათ დღემდე ვერ უზრუნველყვეს სპეცრეისის დანიშვნა რომლითაც დროულად ჩამოიყვანდნენ ისრაელში ჩარჩენილ ჩვენს მოქალაქეებს.

ვითარება სახუმარო ნამდვილად არ არის თორემ ვიტყოდი, ტარიელ ღარიბაშვილმა მაინც დააფინანსოს რამდენიმე ჩარტერული რეისი-თქო”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ეს ბრძოლა გაგრძელდება საბოლოო გამარჯვებამდე” – ლევან ბეჟაშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი ლევან ბეჟაშვილი პარტიის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის,...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“დადგება დღე და კანონის წინაშე წარსდგებით უკლებლივ ყველა, ვინც პირველ რიგში საქართველოზე და შემდეგ...

სპეცრაზმის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობიდან 2-წლისთავზე მწვავე ემოციურ პოსტს...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...