spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიმიხეილ სააკაშვილი: "რეჟიმს ეშინია ჩემი ხმის!"

მიხეილ სააკაშვილი: “რეჟიმს ეშინია ჩემი ხმის!”

გუშინდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა ხარვეზებით წარიმართა, რასთან დაკავშირებითაც მანვე კონკრეტული პოზიცია დააფიქსირა, კლინიკა “ვივამედიდან” გამოგზავნილ მიმართვაში:

საბჭოთა კავშირში ასე ახშობდნენ “ამერიკის ხმას” და “რადიო თავისუფლებას”, რათა ხალხს სიმართლე არ გაეგო!

– უკვე მეორეჯერ ჩემი ხმა ჩაახშეს ამ ხნის მანძილზე, 2023 წელს თურმე ვერ ახერხებენ ტექნიკურად ჩემი ხმის გადაცემას, ავსტრალიაში დარეკვა პრობლემა არაა და ორიოდ კილომეტრზე თურმე მკვეთრად ძნელდება.

სინამდვილეში, რეჟიმს ეშინია ჩემი ხმის!

მინდა მივმართო ჩამხშობებს: მსოფლიოში სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება და რაც არ უნდა დამმალოთ, ჩამახშოთ, მაინც მოგიხდებათ ჩემთვის შესაძლებლობის მოცემა იმისთვის, რომ ვესაუბრო ჩემს ხალხს და გესაუბროთ თქვენც.

თქვენივე ინტერესებშია ჩემთან პირდაპირი მოლაპარაკება, ვინაიდან ბევრისგან განსხვავებით, მე სიტუაციას სახელმწიფოებრივად ვუდგები, რაც თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ შურისძიებას, ახლა განსაკუთრებით, როცა ოჩამჩირის ბაზაზე ხელშეკრულების მოწერის ფონზე საქართველო შეიძლება ძალიან სწრაფად აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების ფონზე, რომელთაც ჩვენ რაღაც სახის შერიგებისა და ერთიანობის გარეშე ვერ გავუმკლავდებით.

გუშინდელი საქციელი კი თქვენი უკიდურესი სისუსტის გამოვლინება იყო, ხალხი ყველაფერს გრძნობს და ხედავს“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ინვესტირება ყველასთვის – რატომ აღარ არის აქციების ფლობა მხოლოდ მდიდრების პრივილეგია?” – გიორგი კეპულაძე

ეკონომიკის დოქტორი, ორგანიზაცია “საზოგადოება და ბანკების” ერთ-ერთი დამფუძნებელი და...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“აღმოჩნდა, რომ ევროპარლამენტს მედიისთვის საქართველოს პარლამენტზე გაცილებით მკაცრი ქცევის წესები და სანქციები ჰქონია. ვიფიქრებთ...

შალვა პაპუაშვილი 3-პუნქტიანი შეფასება-განმარტებებით ეხმაურება ევროკავშირის მიერ ტელეკომპანია “იმედისთვის”...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...