შაბათი, ივლისი 12, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიანალიტიკა"რა ხდება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ამ მომენტისთვის?" - ზურაბ...

“რა ხდება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ამ მომენტისთვის?” – ზურაბ ბატიაშვილის ინფორმაციები 10 ოქტომბრის მონაცემებით

რონდელის ფონდის მკვლევარი, აღმოსავლეთმცოდნე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ზურაბ ბატიაშვილი აგრძელებს კონკრეტული ინფორმაციების გამოქვეყნებას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მძიმე სამხედრო დაპირისპირებასთან დაკავშირებით:

რა ხდება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ამ მომენტისთვის?

– ისრაელმა დაასრულა კონტროლის აღდგენა იმ დასახლებულ პუქტებზე ღაზას სექტორის გარშემო, სადაც შეჭრილები იყვნენ “ჰამასის” მებრძოლები;

– ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ ზემოხსენებულ ტერიტორიებზე იპოვეს 1 500 “ჰამასელის” გვამი (ისინი გაანადგურა ისრაელმა ოპერაციის მიმდინარეობისას);

– ჯერ არ დაწყებულა სახმელეთო ოპერაცია ღაზას სექტორში. თუმცა, მზადება მთელი ძალით მიმდინარეობს;

– ამ მზადების ნაწილია ღაზას სექტორის შეუჩერებელი საჰაერო დაბომბვები, რათა სახმელეთო ოპერაციას ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდეს ადგილზე;

– მხოლოდ ამ ღამეს 200 დაბომბვა განახორციელა ისრაელმა ღაზას სექტორში (ფოტოზე სწორედ ერთ-ერთი ასეთი დაბომბვის შედეგი ჩანს);

– ისრაელმა დაიწყო ღაზას სექტორის ბლოკადა (გადაუკეტა წყლის, სურსათის და ელექტროენერგიის მიწოდება);

– ისრაელი მოუწოდებს ღაზას მაცხოვრებლებს, დატოვონ ტერიტორია და ეგვიპტეში გადავიდნენ. მაგრამ კაიროს არ სურს ლტოლვილის მიღება, რომლებსაც შეიძლება “ჰამასელები” შეერიონ და უსაფრთხოების პრობლემები შეუქმნან ეგვიპტეს;

– ღაზას სექტორში “ჰამასის” ხელში კვლავ რჩებიან მძევლები, რომელთა შორის ისრაელელების გარდა დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებიც არიან;

– ისრაელმა გადაწყვიტა კიდევ უფრო გაზარდოს (60 ათასით) რეზერვში გამოძახებულთა რაოდენობა, რომელიც საერთო ჯამში 360 000 გახდება;

– ისრაელს ეს რაოდენობა სჭირდება იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გაუმკლავდეს სხვა ადგილებიდან (პირველ რიგში ჩრდილოეთიდან “ჰესბოლას”) შესაძლო შეტევებს;

– ჩრდილოეთში კი უკვე იყო შეტაკებები. თუმცა, მას ჯერჯერობით მასიური სახე არ ჰქონია;
– ისრაელში უკვე ჩაფრინდა აშშ-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომლებსაც ჩააქვთ სამხედრო დახმარება;

– იზრდება მსხვერპლი – ისრაელის მხარეს დაღუპულია 900, დაჭრილია 2 400 ადამიანი; პალესტინის მხარეს – 704 (გარდა ზემოხსენებული 1 500 მებრძოლისა) და დაჭრილია 3 900 ადამიანი;

განახლებულ ინფორმაციას შემდგომშიც შემოგთავაზებთ“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ზურაბ ბატიაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ლურჯი მოცვის ექსპორტის მონაცემები მზარდია” – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სტატისტიკურ ინფორმაციას ავრცელებს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ბოლო დღეებში ეს კითხვა მიტრიალებს: სწამს თუ არა ბიძინა ივანიშვილს, რომ ბიბლია სინამდვილეში დიფ...

განათლების ყოფილი მინისტრ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ, პოლიტოლოგ გია...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მართლა სადაც ვიწროა იქ უნდა გაწყდეს” – ნანუკა ჟორჟოლიანი

"ნანუკას ფონდის" ხელმძღვანელი, ჟურნალისტი, საავტორო გადაცემის წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი...