შაბათი, ივნისი 28, 2025
20.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიომი და კონფლიქტები"საქართველოს დედაქალაქის მთავარი ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა!...

“საქართველოს დედაქალაქის მთავარი ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა! ეს, ქართველი ერის თქვენს გვერდით დგომის სიმბოლოა!” – ლაშა ჟვანია

თბილისის მთავარი ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა, ამ ქვეყნის მიმართს საქართველოს სოლიდარობის ნიშნად, იმ მძიმე, ტრაგიკული მოვლენებიდან გამომდინარე, რაც “ჰამასის” ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმას მოჰყვა

აღნიშნულ ფაქტს, ასევე, ეხმაურება ისრაელში საქართველოს ელჩი, ლაშა ჟვანია და საქართველოს სახელით სრულ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს, ებრაელ ხალხს:

საქართველოს დედაქალაქის მთავარი ანძა ისრაელის დროშის ფერებში განათდა! ეს, ქართველი ერის თქვენს გვერდით დგომის სიმბოლოა!

ისრაელს აქვს უფლება და ეჭვგარეშეა, რომ დაიცავს თავს, მაგრამ, ისრაელს, ისევე როგორც ყველა ცივილურ სახელმწიფოს, არა მხოლოდ დღევანდელი დღის დაცვის, არამედ საკუთარი მოსახლეობის და სახელმწიფოებრიობის მომავალში მშვიდი ცხოვრების უზრუნველყოფის უფლება აქვს. ასეც იქნება!

ეს უმძიმესი გასაჭირი ჩაივლის და ისრაელი კიდევ უფრო ძლიერად გააგრძელებს არსებობას!

თქვენი მეგობარი საქართველო და ქართველი ერი კვლავ თქვენთან ერთად გაიზიარებს თქვენს სიხარულს, რომელიც მომავალში მრავლად გექნებათ ჩვენო ერთგულო ისრაელის ერო!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ლაშა ჟვანია.

 

ინფორმაციისთვის:

თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

სოლიდარობა ისრაელს! – ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს!

– აღნიშნული გზავნილებით თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს“, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“მე ძალიან ვაფასებ იმას, რომ არალეგიტიმურ პარლამენტთან არ თანამშრომლობს ძალიან ბევრი პოლიტიკოსი” – მიხეილ...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან"...

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7 ივლისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაღებში 2025-2026 სააღმზრდელო წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია 7...

“ქალების და თითქმის ბავშვების პატიმრობაც ჯერ აპეტაიზერადაა ჩამორიგებული” – ნათია ფანჯიკიძე

ამ ბოლო პერიოდში დაპატიმრებების სერიას, ასევე, პედაგოგ ნინო დათაშვილისთვის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ დღეს მერი ვარ, მთელი ცხოვრება მერი უნდა ვიყო?” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმიანება გენერალური პროკურორის გენერალურ აუდიტორად...

“ამ ქოცებში, თუნდაც მის “განათლებულ” ნაწილში, ნუთუ ერთი ღირსეული, თუ არა ადეკვატური არსება არ...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“შემოერთება – ეს წუთები რუსთაველზე ყველაზე ამაღელვებელია” – კობა ხაბაზი

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, კობა ხაბაზი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებს...