spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"თუ ვინმემ გადატრიალება მოახდინა საქართველოში, ეს არის "ქართული...

“თუ ვინმემ გადატრიალება მოახდინა საქართველოში, ეს არის “ქართული ოცნება” – მან გეოპოლიტიკური გადატრიალება მოახდინა, ცუდი გაგებით, ის წავიდა რუსეთისკენ” – ნიკა გვარამია

,,მთავარი არხის” დამფუძნებელმა, იუსტიციისა და განათლების ყოფილმა მინისტრმა, ნიკა გვარამიამ ,,ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში ვაშინგტონში მისი ვიზიტი შეაფასა და ისაუბრა საქართველოსთვის მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ საკითხებზე:

,,ის, რაც ხდება, ყველამ ძალიან კარგად იცის – დემოკრატიის უკუსვლა არ გაჩერებულა. ყოველდღიურად გრძელდება და ბევრად უფრო მძიმე შედეგები დგება.

ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება, თუნდაც მანიფესტაციების კანონთან დაკავშირებით, აქ ეჭვი არავის ეპარება, გულწრფელად გეტყვით, ვისაც მე შევხვდი, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლება და დემოკრატია არის არათავსებადი. არც იმაში არავის ეპარებს ეჭვი, რომ დემოკრატიის გარეშე საქართველო ვერ გახდება დასავლური ოჯახის ნაწილი. ვერ გახდება და მორჩა!

ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ დემოკრატიაზე უარი, ზუსტადაც, რომ გეოპოლიტიკური არჩევანია საქართველოსი. იმიტომ, რომ ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ სინამდვილეში გეოპოლიტიკურად საით მიდის საქართველო და ის მიდის რუსეთისკენ. ეს არის საქართველოს ხელისუფლების არჩევანი! საქართველოს ხალხის არჩევანი ეს არ არის, თუმცა ხელისუფლების არჩევანია. ამიტომ, უნდა გვესმოდეს, როდესაც ხალხის არჩევანსა და ხელისუფლების არჩევანს შორის ასეთი დრამატული განსხვავებაა, მაშინ ხალხის არჩევანთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ის, რასაც აკეთებს ხელისუფლება.

ამ ხელისუფლების პირობებში, ეს შესაბამისობა, ვერ დადგება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება 2024 წელს შეიცვალოს. ეს ძალიან კარგად ესმის აქ [ვაშინგტონში] ყველას და ვფიქრობ, დრო მოვიდა, რომ ქართველმა ხალხმა ეს გააკეთოს. ქართველმა ხალხმა, ხაზგასმულად. აქედან, ევროპის დედაქალაქებიდან, ჩვენს ნაცვლად ამას არავინ არ გააკეთებს, თავისთავად ცხადია.

რაც საქართველოში ხდება, ეს არ არის ცუდი მმართველობის პრობლემები, ეს არის რუსული ავტორიტარიზმის პრობლემები. აქამდე დასავლური სამყარო უკვე მისულია, რომ კი, ეს ნამდვილად არ არის ცუდი ხელისუფლების, მმართველობის პრობლემა, ეს არის რუსული ავტორიტარიზმის პრობლემა, სადაც ორი მიმართულება არის თვალში საცემი – ადამიანის უფლებების მდგომარეობის სრული კოლაფსი და აბსოლუტური კოლაფსი გეოპოლიტიკური თვალსაზრისით.

თუ ვინმემ გადატრიალება მოახდინა საქართველოში, ეს არის „ქართული ოცნება“ – მან გეოპოლიტიკური გადატრიალება მოახდინა, ცუდი გაგებით, ის წავიდა რუსეთისკენ, რაც ამ ქვეყანას არასდროს არ გაუკეთებია, არასდროს!“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“ხალხი ჩვენგან არა პირად ემოციებს, არამედ საქმის კეთებას ელის” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობას...

“ახლა დაგვძახიან, ილია არ იკითხოთ, მარტო სანთლები უნთეთ ბრმადო…” – ლაშა ბუღაძე

ილია ჭავჭავაძესთან დაკავშირებით კონკრეტულ ისტორიულ ფაქტებზე მიანიშნებს მწერალი, დრამატურგი...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...

“მიხეილ სააკაშვილის ყოველ ინიციატივას ისტერიკას მოაყოლებდნენ ხოლმე” – ეკა ხერხეულიძე

მოცვის მაგალითზე, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, კონკრეტულ...