spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ბიუჯეტის განხილვისას ჩვენ დავაყენეთ კონკრეტული საკითხები, პასუხის ნაცვლად...

“ბიუჯეტის განხილვისას ჩვენ დავაყენეთ კონკრეტული საკითხები, პასუხის ნაცვლად კი გამოვარდა “ქართული ოცნება”, განსაკუთრებით გოშია ზარქუა” – პაატა მანჯგალაძე

ახლა პარლამენტში იხილებოდა ბიუჯეტის საკითხი და ყველანაირი პოპულიზმის გარეშე, გულწრფელად, ჩვენ დავაყენეთ სამი საკითხი, და გამოვარდა „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით, გოშია რომ ჰყავთ, ზარქუა, ბიუტიდან 20 მილიონიანი ტენდერი რომ მოიგო მისმა ოჯახის წევრმა“, – ასე გამოეხმაურა „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე უმრავლესობის დეპუტატის, ირაკლი ზარქუას ბრალდებებს.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, ბიუჯეტის განხილვისას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „სტრატეგია აღმაშენებელმა“ სამი მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეს, რამაც ირაკლი ზარქუას გაღიზიანება გამოიწვია.

პაატა მანჯგალაძე ირაკლი ზარქუას „გოშიას“ ადარებს და ამბობს, რომ იგი ყოველთვის მსგავსი რეაქციით გამოირჩევა, როდესაც ოპოზიცია ხალხის პრობლემებზე იწყებს საუბარს:

ახლა პარლამენტში იხილებოდა ბიუჯეტის საკითხი და ყველანაირი პოპულიზმის გარეშე, გულწრფელად, ჩვენ დავაყენეთ სამი საკითხი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად „სტრატეგია აღმაშენებელმა“.

უსამართლოდ მაღალი სესხის პროცენტიდან გამომდინარე პენსიონერებს დაუგროვდათ დავალიანება, რომლის განულებაც შესაძლებელია სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ერთჯერადად. როგორ? – ძალიან მარტივად, სულ არის 360 000-მდე პენსიონერი, რომელსაც არჩევანის გაკეთება უწევს ვალი გადაიხადოს, წამალი იყიდოს, პური იყიდოს და ეს რომ დავასრულოთ, საჭიროა პოლიტიკური ნება.

მეორე საკითხი დავაყენეთ ბავშვთა კვებასთან დაკავშირებით, იცით, რომ ყოველი მე-3 ბავშვი შიმშილობს, ყველას არ აქვს ღარიბაშვილის შვილისთვის, მამამ ჩარტერით წაიყვანოს უცხოეთში სასწავლებლად და ვითხოვდით, რომ ესეც მოვაგვაროთ სულ 200 მილიონი ჯდება და ესეც შესაძლებელია რომ მოგვარდეს.

მესამე – 1990 წლის 28 ოქტომბერს ჩატარებული მრავალპარტიული არჩევნებიდან გადის 33 წლისთავი და ვითხოვდით, რომ ყოფილ უზენაესი საბჭოს წევრებს, ვინც დამოუკიდებლობის აქტს მოაწერა ხელი და დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა, პარლამენტის წევრის ნახევარი გაუხდეთ პენსია.

აი, ამ ყველაფერს ვითხოვდით და გამოვარდა „ქართული ოცნება“, განსაკუთრებით გოშია რომ ჰყავთ, ზარქუა, ბიუტიდან 20 მილიონიანი ტენდერი რომ მოიგო მისმა ოჯახის წევრმა, შემდეგ 10 მილიონიანი ტენდერი დაამატა – ძალიან ერკვევა ლაბორატორიების რემონტში და ასე ჩვეულებრივად, ეს არის მაგის ფუნქცია. როდესაც დაიწყებ ხალხზე საუბარს, გამოვარდება ზარქუა და დაიწყებს ათასი რამის დაბრალებას. ჩვენ მას არ ავყვებით ზიზღის რიტორიკასა და დაგეშვაში.
ყველა კარგად ნახავს რას აკეთებს ზარქუა და რა სარგებელი ნახა ხალხმა და ყველა ხედავს რა გააკეთა გიორგი ვაშაძემ.

კიდევ ვიმეორებ, გიორგი ვაშაძის რეფორმებზე საუბრობდნენ ინგლისის პარლამენტში, საუბრობდა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, საუბრობდნენ ამერიკის კონგრესში, ხოლო ზარქუა დარჩება გოშიად, რომელსაც გაუქსევენ ნებისმიერ ოპოზიციონერ დეპუტატს, როდესაც არ მოეწონებათ მისი გამოსვლა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს რუსეთზე და რუსეთის აგენტებზე დიდი მტერი არ ჰყავს” –...

ჭავჭავაძის კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი ქვეყანაში შექმნილ რეალობაზე...

“სააკაშვილის მიმართ სიტყვა “ავატარი” პირველად მე გამოვიყენე” – ანა დოლიძე

პარტია "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ მისი...

“ნამდვილი მშვიდობა ლამაზ ადგილებში თუ მარტოობაში კი არ იპოვება, არამედ იმ ადამიანში, რომელიც შენს...

ნამდვილი მშვიდობა ბიზნესმენ ფადი ასლის განმარტებების შესაბამისად: "ნამდვილი მშვიდობა ლამაზ...

“ბრწყინვალედ ჩატარდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყრილობა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" XIII...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

სს “თელასი”: 6-7 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის 2 რაიონის კონკრეტულ უბნებში

ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანია სააქციო საზოგადოება „თელასის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით...

“სააკაშვილი და აგენტურული ოპოზიცია და ენჯეო–შმენჯეოები თუ აქტივისტები ქოცების ვერსიით დიფსთეითის მონები არიან და...

მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის მიერ გამოქვეყნებულ წერილს, სადაც დეტალურად, კონკრეტული...

“შუქი რომ აღარ ჩაქრეს ამისთვის ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ. ესაა რეალობა” – გიგა ლემონჯავა

“კოალიცია ცვლილებებისთვის” და “დროას” ერთ-ერთ ლიდერი, გიგა ლემონჯავა საქართველოში...