ორშაბათი, მაისი 6, 2024

გიორგი ვაშაძე: “მასწავლებელი უნდა იყოს ქვეყანაში დაფასებული”

მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პედაგოგებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მთავარ საკითხებს განათლების სისტემაში არსებული პრობლემები და პედაგოგების სოციალური მდგომარეობა წარმოადგენდა.

“სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარის თქმით, თუკი ქვეყანას სურს ჰყავდეს ძლიერი და განათლებული მომავალი თაობა, ამისთვის მასწავლებლების შესაბამის დონეზე დაფასებაა საჭირო.

შეხვედრის ბოლოს გიორგი ვაშაძემ მასწავლებლებს დამსახურებული ღვაწლისთვის მადლობის სიგელები გადასცა:

თუ ჩვენ გვინდა, რომ გვყავდეს მომავალი თაობა, რომელიც ცოდნაზე იქნება ორიენტირებული, განათლებული, თვითრეალიზებული, მასწავლებელი უნდა იყოს ქვეყანაში დაფასებული და სწორედ ამაზე ვიმსჯელეთ მასწავლებლებთან, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მასწავლებელი იყოს დაფასებული, კარგი ცოდნა მისცეს ახალგაზრდა თაობას, რომ ქვეყანამ შექმნას ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა – ეს არის გასაღები საქართველოს განვითარების“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ტოხვაძე.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული