spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი ხალხი "საზარბაზნე ხორცად" გამოიყენონ...

“არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი ხალხი “საზარბაზნე ხორცად” გამოიყენონ და ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას” – კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არეულობისა და სისხლისღვრის უფლება არავის მიეცემა და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს.

ამის შესახებ მან „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა:

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: არავის გამოუვა, ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლისღვრა და ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მოსახლეობას, მათ შორის, მანიფესტანტების ინტერესს და უსაფრთხოებას. თუ რატომ შედის აღნიშნულ კანონში ცვლილებები, განმარტებები უკვე გაკეთდა. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში თითოეული ადამიანის უსაფრთხოება იყოს დაცული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე – რატომ გახდა აღნიშნული ცვლილებების საჭიროება, თბილისის მერი პასუხობს, რომ შესაბამისი სახელმწიფო უწყების მხრიდან უკვე გაკეთდა განცხადება, რომლის თანახმადაც, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ქვეყანაში არეულობას გეგმავენ.

აღნიშნულ საკითხზე განცხადებები გაკეთდა, რომ იგეგმება არეულობები, მიზნობრივი პროვოკაციები, კონკრეტულად კარვებში. ეს იქნება იარაღის, ასაფეთქებელი მასალების შეტანა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც თავიანთი უცხოელი აქტორების ჩართულობით, გადატრიალებას, არეულობას გეგმავენ, მაგრამ არავის არაფერი გამოგივათ, მეგობრებო. საქართველოში შენარჩუნდება მშვიდობა – არავის მიეცემა საშუალება, ჩვენი ხალხი „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენონ და ქვეყანაში მეორე ფრონტი გაიხსნას“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესცენტრი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“კლეპტოკრატიული რეჟიმი და ხალხი სხვადასხვა პოლუსზე იმყოფება და ეს ხმის მიცემაც საპროტესტო იყო” –...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ევროვიზიის კონკურსზე ქართული აუდიტორის...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...