ხუთშაბათი, მაისი 2, 2024

ზურაბ ჭიაბერაშვილი და სერგო ჩიხლაძე სტოკჰოლმში შეხვედრებს გამართავენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კოალიციის ფარგლებში საგარეო მდივნები, ზურაბ ჭიაბერაშვილი და სერგო ჩიხლაძე შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან.

შეხვედრები დაგეგმილია შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში დეპარტამენტის უფროსთანა და კავკასიისა და საქართველოს საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელობასთან.

ოპოზიციური პარტიების საგარეო მდივნები, ვიზიტის ფარგლებში, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული