კვირა, მაისი 19, 2024

“ამ 11 წელს შეგვიძლია დავარქვათ უკუსვლის 11 წელი” – გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდზე

“გამარჯვების კოალიციის” ერთ-ერთი ლიდერი, პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი გიორგი ვაშაძე “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის 11 წელს მწვავე ნეგატიურ შეფასებებს აძლევს და კონკრეტულ ფაქტებზე ამახვილებს ყურადღებას:

11 წლის წინ, 1ოქტომბერს საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება. 11 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ამ 11 წელს შეგვიძლია დავარქვათ უკუსვლის 11 წელი.

“ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში მოიტანა სამი რამ: დემოგრაფიული კატასტროფა, ქართველების ქვეყნიდან მასიური გადინება, რუსი ჯაშუშები, რომლებიც იცავენ რუსეთის ინტერესებს, დაწყებული ფარცხალაძიდან, სხვებით გაგრძელებული.

დღეს, “ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი, მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩვენებთ ობიექტებს, რომლის რეალიზების შემთხვევაში, სხვა პერსპექტივა ექნებოდა საქართველოს. რკინიგზები, გზები, აეროპორტები, უზარმაზარი ლოჯისტიკური ცენტრები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” გააჩერა.

სულ რამდენიმე დღით მოვასწარით ხელისუფლების ცვლილებას, რომ თბილისის იუსტიციის სახლი გაგვეხსნა. შინაარსი იყო ის, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის დამოკიდებულება შეცვლილიყო. ხელისუფლება ხალხზე ორიენტირებული გამხდარიყო, იუსტიციის სახლი ამის ნათელი მაგალითია. სახელმწიფო მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა. ვინც იუსტიციის სახლში ყოფილა, უპირობოდ აღიარებს, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი რეფორმაა, რომელიც საქართველოში განხორციელდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიტანა აღიარება.

იუსტიციის სახლის ფუნქცია არ იყო მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესება, მას უნდა მოეტანა სხვა დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებთან ერთად ეკონომიკური კეთილდღეობა, სამუშაო ადგილები, რომ გაჭირვება არ ყოფილიყო.

გპირდებით, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, ყველა ამ პროექტს განვახორციელებთ უმაღლეს დონეზე. იუსტიციის სახლი გახდება მთავარი ხიდი იმ დიდ სიკეთესა და საქართველოს მოქალაქეს შორის, რომელიც ასე გვჭირდება. ინვესტიციების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა იქნება.

ხელისუფლების შეცვლაზე გადის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა. ევროკავშირიც ხომ საქართველოსთვის გვინდა, სამუშაო ადგილებისთვის გვინდა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისთვის, იუსტიციის სახლს “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისას მწვადის სახლი უწოდა, შემდეგ შევიდნენ და ნახეს, რამხელა რეფორმა განხორციელდა. ერთადერთი სიახლე, რაც “ქართულმა ოცნებამ” იუსტიციის სახლში მოიტანა, ფასების ზრდაა.

მიხეილ სააკაშვილმა შეცვალა პარადიგმა, ყველა დააჯერა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს წარმატებული, ძლიერი, ერთიანი ქვეყანა. რეფორმების მაგალითი, საქართველოში ქართველებს შეგვიძლია ვიცხოვროთ მყარად ძლიერად, ქვეყანა განვითარებაზე იყო. ჩვენი კოალიციის მიზანია, მოვიტანოთ დიდი გლობალური სიკეთეები, ეს გაჩერებული, უკუსვლის სიმბოლოდ ქცეული პროექტები ამოვქოქოთ“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული