პარასკევი, აპრილი 26, 2024

ევროპელ პარტნიორებს რჩევას მივცემდი, რომ ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავისი მოსამართლეები სწორედ ღია, ლაივში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ – თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრი ეხმიანება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლების იმედგაცრუებას, რომელთა თვალსაზრისით ხელისუფლებამ უზენაესი სასამართლოს უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შერჩევისას არ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ასამბლეისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. თეა წულუკიანი ევროპელ პარტნიორებს ურჩევს, პირიქით აქით გაითვალისწინონ ქართული გამოცდილება:

“მინდა, მათ შევახსენო, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა. ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც ზოგიერთ თვით დასავლურ ქვეყანაშიც კი არ არსებობს ამგვარი გამჭვირვალე წესები უმაღლესი ინსტანციის მოსამართლეების ასარჩევად.

ამიტომ, მათ პირიქით რჩევას მივცემდი, რომ ჩვენი კანონები გაიზიარონ და თავისი უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეები სწორედ ღია, ლაივში ჩატარებული ინტერვიუების შედეგად შეარჩიონ. რაც შეეხება კონკრეტულ გვარებსა და სახელებს, საქართველოს პარლამენტმა აირჩია ეს ადამიანები და ყველა ევროპელი ვალდებულია, საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს პარლამენტის გადაწყვეტილებას სცეს პატივი,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული