spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა...

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს – ერეკლე კუხიანიძე

ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილისა და მისი ოჯახის მიმართ თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, “ქართული ოცნების” წევრის ერეკლე კუხიანიძის მიერ გამოთქმული მწვავე მოსაზრებებისადმი საზოგადოების არაერთგვაროვან, საპასუხო მწვავე რეაქციას ეხმიანება გამონათქვამის ავტორი:

“მთელი დღეა ვაკვირდები უბადრუკ და ზღვარსგადასულ სიბინძურეს, რაც წამოვიდა ჩემი მისამართით. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ რა ღრმა ფსიქიკური აშლილობა სჭირს ჩვენი მოსახლეობის ნაწილს.

სამწუხაროდ ადამიანთა ნაწილი მხოლოდ რეფლექსების დონეზე არსებობს და მოკლებულია უნარს რაიმე სიღრმის ანალიზი გააკეთოს ჩვენი რეალობის.

მოკლედ შევეხები მხოლოდ რამდენიმე ძირითად მომენტს.

სამყაროში არსებობს მთელი რიგი კანონზომიერებებისა, რითიც იმართება ფაქტიურად ყველაფერი. მათ შორის არის ისეთი რთული სფერო ცხოვრებისა როგორიც არის სახელმწიფოებს და ერებს შორის ურთიერთობების კანონზომიერება. ნებისმიერი იგნორი ამ კანონზომიერებებისა იწვევს კატასტროფულ შედეგს.

ამ ფორმატში ვერ შევალ დეტალურ განხილვაში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ამ კანონზომიერების უგულვებელყოფამ მოუტანა ჩვენს სამშობლოს კატასტროფული შედეგი სსრკ-ს დაშლის დროს. ჩვენ სრულიად უაზროდ დავუპირისპირდით რუსებს და შევუქმენით მათ განცდა რომ სსრკ ჩვენი ქმედებების შედეგად დაიშალა, რაც იყო სრული სისულელე და სიბრიყვე. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ თვითონ რუსები გაცილებით უფრო დაჩაგრულები იყვნენ სისტემისგან ვიდრე ჩვენ და სხვათა შორის ჩვენგანაც არ აკლდათ დაჩაგვრა. (ვისაც ახსოვს ის პერიოდი – უეჭველად დამეთანხმება). ამას მოყვა საშინელი შედეგები. გააფთრებული დამარცხებული გიგანტი, რომელიც შეურაცხყოფილი იყო ჩვენი ”ღალატით”, გადავიდა შურისძიების რეჟიმში და სისხლიანი კალო დაატრიალა აფხაზეთში და სამაჩაბლოში. დაიღუპა უამრავი ჩვენი სრულიად უდანაშაულო მოქალაქე….

და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ზოგიერთებმა ვერ გაიაზრეს რიგი კანონზომიერებებისა და ძალაუფლებაში მოსვლა გადაწყვიტეს. სსრკ ყველა შემთხვევაში იშლებოდა სრულიად სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ჩვენ შევეცადეთ საკუთარი ”წვლილი” შეგვეტანა ამ პროცესში და მართლაც შევქმენით ეს ილუზია – რამაც გამოიწვია კიდეც კატასტროფული შედეგები ქვეყნისთვის.

ბევრი რამის გამოტოვება მიხდება ფორმატის შეზღუდულობის გამო, თუმცა მთავარი კანონზომიერება მაინც თვალში საცემია – ხშირად კეთილი სურვილებით
მოკირწლულია გზა ჯოჯოხეთისაკენ.

სამწუხაროდ, ხშირად არ გვინდა შეცდომებზე რაიმეს სწავლა და ფოცხს სისტემატურად ვადგავთ ფეხს.

საინტერესოა, რომ ჩვენი დასავლეთელი მეგობრები და პარტნიორები განუწყვეტლივ მოგვიწოდებენ რუსეთთან დავალაგოთ ურთიერთობა და არ გადავდგათ რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც კიდევ უფრო გაართულებს ჩვენს ისედაც სავალალო და უღონო მდგომარეობას.
ამჟამინდელი მთავრობა ყველანაირად ცდილობს შეასრულოს ჩვენი მეგობრების რჩევა და შექმნილი რეალობის გათვალისწინებით იმოქმედოს ყველა რესურსის გამოყენებით. ვინც ამას ვერ ხედავს – უბრალოდ ბრმაა, ან სპეციალურად იბრმავებს თავს.

თუ რა მოიტანა ჩვენი დასავლეთელი მეგობრების რჩევის გაუთვალისწინებლობამ – კიდევ ერთხელ დავინახეთ 2008 წელს.

ამიტომ, ნებისმიერი ადამიანი, თუ ადამიანთა ჯგუფი რომელიც არ ითვალისწინებს შექმნილ რეალობას, ცდილობს იგნორირება გაუკეთოს ჩვენი დასავლეთელი პარტნიორების რჩევებს და თხოვნებს მიმაჩნია პროვოკატორად და ქვეყნის მტრად, მიუხედავად იმისა თუ რა მიზეზით და რა ფორმით ხდება ამ პირობების დარღვევა.

ძალიან დიდი სისხლიანი ფასი გადაიხადა ჩვენმა ხალხმა და ქვეყანამ იმისთვის რომ ”ვეთამაშოთ” ამ დაუნდობელ ძალას და ისევ ”სისხლიანი ფასის” გადახდა მოგვიწიოს ჩვენი დასავლეთელი მეგობრების და პარტნიორების რჩევის გვერდზე ავლით”, – წერს ფეისბუკის პირად გვერდზე ერეკლე კუხიანიძე.

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ქართველი ხალხია და არა გარე ძალები, ისე როგორც ეს წლების წინ...

თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა საქართველოს შესახებ მორიგ...

“ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია‼️ გარეთ სანქცია‼️ ალტერნატივა‼️” – ნიკა გვარამია

“ოპოზიციის ალიანსის” და “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია...

“ბ–ნი ბიძინაც ხომ ჩვენთვის წვალობს” – ნინო ჯანგირაშვილი

ნინო ჯანგირაშვილი, ყაზახეთში კონსტიტუციის ცვლილებას და კონკრეტულ გადაწყვეტილებებს, ირონიული...

“ჟენევაში “ხელოვნური ინტელექტის მმართველობის შესახებ” გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოვედი” – მიხეილ ყაველაშვილი

მიხეილ ყაველაშვილის განმარტებები გაეროს საინაუგურაციო გლობალურ დიალოგზე სიტყვით გამოსვლასთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს “ექიმი” საშიშია! ძალიან საშიში!!!” – თაკო ჩარკვიანი

აჭარის ტელევიზიის გადაცემაში, კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორის, ნინო ნადირაძის...

“ადამიანის შეფასება უკვე გამოცხადდა დანაშაულად, ღიმილი – საფრთხედ” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ქვეყანაში შექმნილ რეალობას უმძიმეს შეფასებებს აძლევს...

ნუკა არველაძე: “ასე მგონია, ცოტაც და ტირილს დაიწყებს. “ჟუჟუნა წვიმას” დაუბრუნდი მამუუუ”

ბლოგერი, ჟურნალისტი ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში, ერთგვარ "ფოტო-შეფასებებს" და...

“იმ ჩემი ცოდვით სავსე პოლიციელს მონა ლიზას ღიმილი რომ ენახა, და ვინჩის დახვრეტას მოითხოვდა,...

ოპოზიციონერი ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინააღმდეგ სასამართლოში პოლიციელის მიერ მიცემულ...