ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
10.4 C
Tbilisi
spot_img
მთავარიდედაქალაქის ამბებიმთელი "სანაცეთი" საუბრობდა იმაზე, რომ ვარკეთილში მდებარე მიწის...

მთელი “სანაცეთი” საუბრობდა იმაზე, რომ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი ერთ ლარად გადავეცი ილია წულაიას, რაც ბინძური ტყუილი იყო – კახა კალაძე

სიმართლეს არ შეესაბამებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მუნიციპალიტეტმა ვარკეთილის მესამე მასივში არსებული მიწის ნაკვეთი სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელს, ილია წულაიას ერთ ლარად გადასცა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის შემდეგ განაცხადა.

კახა კალაძემ განმარტა, თუ რა გარემოებებში აიღო დეველოპერულმა კომპანია „არქიმ“ აღნიშნული პროექტის განხორციელების ვალდებულება, რომლის შედეგადაც, დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო.

მინდა, საზოგადოებას შევახსენო ერთი სიცრუის კამპანია, რომელიც აღნიშნულ პროექტთან არის დაკავშირებული. ჩვენ 2019 წელს გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, სახელი არ მახსოვს, რომელმაც ვერ წარმოადგინა საბანკო გარანტია, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ კომპანია პროექტს განახორციელებდა. შესაბამისად, გადავედით მეორე დეველოპერულ კომპანიაზე, რომელმაც გაიმარჯვა. ეს კომპანია აღმოჩნდა „არქი“.

ამასთან დაკავშირებით მთელი „სანაცეთი“ დამწკრივებული იყო და საუბრობდა იმაზე, თითქოს კახა კალაძემ, ჩემზე იყო კონკრეტულად საუბარი, ერთ ლარად გადავეცი აღნიშნული ტერიტორია ილია წულაიას, „არქის“ დამფუძნებელს. ეს იყო ძალიან დიდი ტყუილი. რეალობაში ვხედავთ, რა მივიღეთ. ეს არის პასუხი იმ სიბინძურეზე და ტყუილის კამპანიაზე, რომელიც „ნაცებს“ ჰქონდათ.

მუნიციპალიტეტმა აღნიშნული პროექტისგან, დაახლოებით, 24 მილიონი ლარის ქონება მიიღო, რომლითაც ყველა იმ ოჯახს დავეხმარებით, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ივანიშვილი თავისი მანერებით და ქმედებებით გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ასლანს” – მიხეილ სააკაშვილი

წლების წინანდელ ფაქტებს იხსენებს და შედარებებს ახდენს საქართველოს მე-3...

კახა კალაძე “მეგობარ აქტზე”: ის შინაარსობრივად დაფუძნებულია სიცრუეზე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებული...

“ერთი რამ ვიცი ზუსტად, ვლადიმერ პუტინი არ დათმობს შავ ზღვას, ოდესამდე მივა…” – ნუკა...

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე თავის მოსაზრებას გამოთქვამს გეოპოლიტიკურ პროცესებთან...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“როდესაც პარტიას ერთი კაცის სახელს უწოდებს და ამბობს გახარიას საქართველო გინდა და სხვისკენ იშვერს...

ისტორიკოსი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბეჟან ჯავახია მწვავე შეფასებებით ეხმაურება...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეეჰ, მიშა… რამდენ უმადურობას და უბადრუკობას უძლებდი და უძლებ…” – ქეთევან ენუქიძე

არასამთავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფილოლოგი ქეთევან ენუქიძე სოციალურ...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...