ორშაბათი, მაისი 12, 2025
16.6 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"სააკაშვილის განთავისუფლების გარეშე - სულ აი ასე იქნებით...

“სააკაშვილის განთავისუფლების გარეშე – სულ აი ასე იქნებით აბლანდული საკუთარ უმწეობაში” – გიგი უგულავა სალომე ზურაბიშვილზე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით თავის შეფასებებთან ერთად კონკრეტულ შეთავაზებას აკეთებს:

სალომე ზურაბიშვილის მთავარი პრობლემა არის, – ყველაფერი გააკეთოს, იმ ერთად ერთის გარდა, რაც მართლა მისი საქმეა, უფლება და მოვალეობაცაა – გაანთავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. შეწყალება მართლა თქვენი აბსოლუტური დისკრეციაა. ხოლო, კანონით უკვე შეწყვეტილ მოქალაქეობაზე ხელის მოწერა, მოვალეობა.

გეთანხმებით, სულისკვეთებაში – დაისაჯოს ჯაშუში ფარცხალაძე! მაგრამ, ვინ გითხრათ, რომ რუსეთის მოქალაქეშერჩენილი ფარცხალაძის დაპატიმრება არ შეიძლება?! თავად ხომ კარგად იცით, პრეზიდენტს ხელმოსაწერად აქვს ვადა (სამი თვე), და მის ამოწურვის შემდეგ, ხელს მოაწერთ ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტას. ჰოდა, ამ თქვენი სულისკვეთებიდან დარჩება ის, რაც ქოცებს სურთ, – “ჩვენი მოქალაქე აღარაა ფარცხალაძე, ჩვენი პრობლემაც აღარაა”. ამ იდიოტიზმის დამკვიდრებას უწყობთ ხელს. ნებსით თუ უნებლიეთ, თავად უწყით. და ბოლოს, თუ ამ აბსურდს იჯერებთ, მაშინ უკრაინის მოქალქე სააკაშვილი რატომ ზის საქართველოს ციხეში?!

ხომ ხედავთ, ყველა თქვენი ქმედება, რა სულისკვეთებით თუ ქვენა მოტივებით არ უნდა იყოს ნაკარნახევი, თქვენს უმოქმედობამდე მიდის – სააკაშვილის განთავისუფლების გარეშე – სულ აი ასე იქნებით აბლანდული საკუთარ უმწეობაში“, – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე გიგი უგულავა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“იმედი მაქვს, ევროპა დადგება თავის ადგილზე და დაბრუნდება იმ სამართლებრივ ჩარჩოებში, რაც მისი შექმნის...

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი დაუბრუნდება იმ...

“ნუ ბორძიკობთ, გვითხარით პირდაპირ, რომელი პარტიები მიდიხართ თვითმმართველობის არჩევნებზე?!” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს...

“პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?!” – ნაირა გელაშვილი ირაკლი დგებუაძეზე

მწერალმა ნაირა გელაშვილმა "მაუწყებლის" პოდკასტში მძიმე ემოციური შეფასებები გააკეთა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“‼️‼️‼️ იმედი მაქვს ვიღაცას მაინც ექნება ადეკვატური რეაქცია ამ აღვირახსნილებაზე!!!” – ნუკა არველაძე

ჟურნალისტი, ბლოგერი ნუკა არველაძე ნუკა არველაძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ...

“მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია! ამაში თუ ეჭვი შეგაქვს – შენ ხარ სტანდარტული ქოცი” – ლევან...

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი, ლევან სანიკიძე კონკრეტულ დამოკიდებულებას ეხმაურება,...

“უკრაინელებმა სა9მაისოდ პუტინს საჩუქარი გაუკეთეს” – დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი, დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,...