spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"დამარცხებული არის ჯაშუშების "ქართული ოცნება", რადგან როცა ღალატის...

“დამარცხებული არის ჯაშუშების “ქართული ოცნება”, რადგან როცა ღალატის გზას ადგები, იმ წამიდან მარცხი გადაწყვეტილია” – პაატა მანჯგალაძე

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებას ახდენს “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე და მწვავე შეფასებებს აკეთებს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნებისა” და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ:

დამარცხებული არის ჯაშუშების “ქართული ოცნება”, რადგან როცა ღალატის გზას ადგები, იმ წამიდან მარცხი გადაწყვეტილია.

რუსი ჯაშუში ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის არშეწყვეტა არის წარმოუდგენელი აბსურდი იმ მოტივით, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეობის პირობებში უფრო დაისჯება.

პირველი, აბსურდია იმიტომ, რომ დასჯის შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პირი არის თუ არა საქართველოს მოქალაქე, როცა ისეთი მძიმე დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი როგორიც არის რუსეთის ჯაშუშობა-აგენტობა.

და მეორე, პრეზიდენტს მართლა სჯერა, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებული გაუშიფრავი მაღალი რანგის აგენტები დასჯიან გაშიფრულ თავიანთ კოლეგა რუსეთის ჯაშუშ ფარცხალაძეს?!

მე არ ვიცი ვინ ურჩია ეს, მაგრამ პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ეს არის სიბრიყვე და პოლიტიკური მავნებლობა.

ამასთან არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ოპოზიციონერებზე თავდასხსმის ფაქტებს. ესეც რუსულია თავისი არსით და ბუნებით, რომ როცა სიმართლეს ვერ უპრისპირებ არგუმენტს, უნდა გადახვიდე ძალადობაზე და ამაში უნდა გამოიყენო კრიმინალთან სხვადასხვა ტიპის კონტაქტში მყოფი ადამიანები. – ესეც სიბრიყვეა „ქართული ოცნების“ მხიდან, რადგან არავის გამოსვლია ქართველი ერის დაშინება თავისუფლებისა საქართველოს ერთიანობის გზაზე.

აქვე, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ძალადობაზე, არ მინდა გაგებული იქნას თითქოს ჩვენ ვართ მსხვერპლი, მსხვერპლი არის რუსული რეჟიმი, დამარცხებული არის ჯაშუშების ქართული ოცნება რადგან როცა ღალატის გზას ადგები, იმ წამიდან მარცხი გადაწყვეტილია. რეჟიმი დამარცხდება!

საქართველო გაიმარჯვებს და რაც ხდება ეს არის ხელისუფლების არა ძალის არამედ სისუსტის ნიშანი. მთავარია ეხლა ჩვენ ვირწმუნოთ ჩვენი ერთიანობის და იმის, რომ გამარჯვება ახლოს არის!“ – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“რა სიკრეტინეშია ქვეყანა, იმედია ახსნა არ სჭირდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქოთერაპიის ცენტრ “კამარა”-ს დამფუძნებელი ნათია ფანჯიკიძე ჟურნალისტის,...

“არა, ქოცს სირცხვილის გრძნობა არ აქვს” – გოჩა მირცხულავა

ანალიტიკოს გოჩა მირცხულავას მწვავე, მძიმე ემოციური შეფასებები, ქვეყანაში შექმნილ...

“ერთმანეთის შეურაცხყოფა და ცილისწამება უნდა დასრულდეს” – კახა კალაძე შსს-ს ახალ სამმართველოზე

თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი სამმართველოს...

“დაე, ჩვენი გულები მუდამ შეკრული იყოს “საკრველითა სიყვარულისათა” ერთურთის მიმართ” – შიო III

⛪️ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის,...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“ნინო ნადირაძე ისე ათრიეს ქოცებმა პუტინზე ერთი გადაბრუნებული სიტყვის გამო, ლამის ვეცე და დავიცვა😝”...

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორის, ნინო ჯანგირაშვილის სახუმარო პოსტი სოციალურ...

“არანორმალურობის ფარგლებს გაცდა უკვე ყველაფერი… რბილად რომ ვთქვათ” – ეკა ხოფერია

ჟურნალისტი, აფხაზეთის განათლების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი ეკა...

“პაატა ბურჭულაძეს ივანიშვილი კლავს, მაგრამ ვერაფრით გატეხა ეს საქართველოს საგანძური” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე მსოფლიო ბანის,...