ორშაბათი, მაისი 6, 2024

“ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივად უშედეგოა და კონსტიტუციის მოთხოვნასთან შეუსაბამო” – ნიკა გვარამია

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, ამ ეტაპზე, არ შეუწყვიტოს მოქალაქეობა რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძეს, სამართლებრივ-პოლიტიკურ შეფასებას ახდენს ნიკა გვარამია და კონკრეტულ განმარტებებს აკეთებს:

ზურაბიშვილის გადაწყვეტილება სისხლის სამართლებრივად უშედეგოა და კონსტიტუციის მოთხოვნასთან შეუსაბამო. თუ მას ე.წ. მორალური გაკიცხვის პოზიციის ჩვენება უნდოდა გუშინდელი განცხადებით, მაშინ უნდა გამოვიდეს და ეს განმარტოს, ამის შემდეგ კი მიიღოს სამართლებრივად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ.

თეორიულად, მოქალაქეობის არშეწყვეტის ერთადერთი სამართლებრივი შედეგი, რაც ამას შეიძლება ფარცხალაძის საზიანოდ მოყვეს, მისი სანქციების ქვეშ შენარჩუნებაა საქართველოს მოქალაქის სტატუსით, რაც მის პოზიციას უფრო მოწყვლადს ხდის, ვიდრე მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობის შემთხვევაში.

პოლიტიკურად, ზურაბიშვილს შესაძლოა სურდეს საქართველოს ხელისუფლების სანქციებზე რეაგირების (უფრო სწორად, მისი არქონის ან არასათანადო რეაგირების) ხაზგასმა და შიდა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამის ჩვენება. ეს რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია, სხვა საკითხია.

რაც შეეხება ფარცხალაძის გადაადგილების სიმარტივეს ქართული პასპორტით, მის მდგომარებაში რომელი პასპორტით გადაადგილდება, დიდი მნიშვნელობა არა აქვს: რეაგირება მაინც უნდა მისცეს ევროკავშირის წევრმა ნებისმიერმა ქვეყანამ. არადემოკრატიულ ქვეყანაში რუსული პასპორტითაც მშვენივრად შევა, ქართული პასპორტი დამატებით ინსტრუმენტად რაში უნდა სჭირდებოდეს?

ზოგადად კი, შექმნილ ვითარებაში, ნებისმიერი ბუნდოვანი გადაწყვეტილება არაა სასარგებლო. რუსული რეჟიმის პირობებში, ყოველთვის ჯობია განუხრელად მივყვეთ კანონს, მინიმუმ შეთქმულებების თეორიების და ასევე რუსული ჩანაფიქრებისთვის უნებლიედ ხელის შეწყობის თავიდან ასარიდებლად.

p.s. გუშინდელი ჩემი სტატუსი ზურაბიშვილის გადაწყვეტილების განმარტების მცდელობაა, მეგობრებო, და არა ჩემი პოზიცია. გმადლობთ სამართლებრივი განმარტებებისთვის და “არაგმადლობთ” კონსპირაციებისთვის🙂 კარგი იქნება, ამდენი შეთქმულების თეორიით (და არა მხოლოდ ამ საკითხზე) ბოლომდე თუ არ შევირყევით ყველა ერთად🙂“, – წერს ნიკა გვარამია ფეისბუქის პირად გვერდზე.

ინფორმაციისთვის: ნიკა გვარამიას მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილების შეფასება/განმარტება, წინა დღისით გამოქვეყნებულ სტატუსში:

ზურაბიშვილმა ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ შეუწყვიტა, ფორმულირებით: “ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება. სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე“.

სამართლებრივ ენაზე რომ ვთარგმნოთ, საქართველოს იურისდიქციაში სრულად დატოვა ნებისიმიერ დანაშაულზე პასუხისმგებლობის მიზნით 🙂 ახლა ვერც დასავლეთს ეტყვი, რუსეთში გაიქცა,ჩვენი მოქალაქე არაა და ექსტრადიციას ვერ მოვითხოვო. აქაა და აღარც უნდა გაუშვა არსად – უნდა დააკავო აქ და ახლა“, – აღნიშნავს ნიკა გვარამია.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული