spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიკახა კახიშვილი: "ცინიკური განცხადებები ადამიანების ტრაგედიაზე უბრალოდ მიუღებელია"

კახა კახიშვილი: “ცინიკური განცხადებები ადამიანების ტრაგედიაზე უბრალოდ მიუღებელია”

ეს იყო ტრაგიკული მოვლენა, რომელიც საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ტრაგიკული, სტიქიური უბედურება“, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენის შემდეგ, შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით.

მისივე შეფასებით, დღეს მოისმინეს შინაგან საქმეთა მინისტრის განმარტება და სამწუხაროდ, ეს განმარტებები საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ ზოგიერთს უბრალოდ დასკვნა გაეკეთებინა და სხვა რიტორიკაზე გადასულიყო.

წლებია ჩვენ გლობალური დათბობის შესახებ გვესმის ინფორმაცია სხვადასხვა მეცნიერის მხრიდან, მაგრამ ამას სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით და ბოლო წლებში განვითარებულმა სტიქიურმა უბედურებამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გვაჩვენა, რომ საქმე მარტივად ნამდვილად არ არის. ჩვენ დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ კიდევ რა შეგვეძლო გაგვეკეთებინა.

ნამდვილად უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და თუ სადმე რამეა დასამატებელი, აუცილებლად ამაზე უნდა ვიფიქროთ, მაგრამ ცინიკური განცხადებები ადამიანების ტრაგედიაზე უბრალოდ მიუღებელია.

არანაირი პოლიტიკა და გამოსვლა არ ღირს იმ ფასად, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ეხები და მის ტრაგედიაზე იწერ რაღაც ქულებს, მითუმეტეს, როცა ეს უსაფუძვლოა. თუ საქმიანი კითხვები გააჩნიათ, მათ პასუხი უკვე გაეცათ. მინდა მადლობა გადავუხადო სამინისტროში ყველა იმ ადამიანს, რომელიც ტრაგედიის აღმოფხვრის სამუშაოებში იყო ჩართული“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

ინფორმაციას პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

“გია ხუხაშვილის შეგონებებს უნდა ვუსმინო, თუ როგორ ვიბრძოლო პოლიტიკაში” – შალვა ნათელაშვილი

ანალიტიკოს გია ხუხაშვილის მიერ ოპოზიციასთან მიმართებით გამოთქმულ კრიტიკულ მოსაზრებებს...

“ჩვენ ვიხილეთ მიღებული რეზოლუციები, თუნდაც მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. ამ ყველაფერში ფულს იხდიდნენ” – კახა...

დედაქალაქის მერი კახა კალაძე შეურაცხმყოფელს უწოდებს ევროპარლამენტარ კშიშტოფ ბრეიზას...

“ბიძინა ივანიშვილისთვის კი თითოეული მათგანი არის არავინ…” – არჩილ გამზარდია

"ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილთან (და სხვებთან) დაკავშირებით...

“რატომ არ მუშაობს საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შერეული მოდელი საქართველოში?” – ანა კობახიძე

საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების არსებული წესის მიმართ კონკრეტულ პრეტენზიებს გამოთქვამს...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...