საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი პაატა მანჯგალაძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს ანაკლიის პორტის როლსა და მნიშვნელობაზე საქართველოსთვის:
,,ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის პორტის მშენებლობა ,,ქართულმა ოცნებამ“ მიზანმიმართულად ჩააგდო, დაბლოკა. იცით ცნობილი ამბავი, ამერიკის სახელმწიფო მდივანიც კი იყო და განცხადებაც გააკეთა ამასთან დაკავშირებით, რომ მნიშვნელოვანია ეს პორტი საქართველოს ჰქონდეს, მისი ფუნქციის და მნიშვნელობის რეგიონში გაზრდისთვის.
ამაზე ივანიშვილმა, თავის დროზე, თქვა – ,,რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?!“. აი, ეს სტრატეგიაა ,,რა უნდათ დასავლელ პარტნიორებს და ამერიკელებს შავ ზღვაში” – არის რუსეთის ინტერესი.
რატომ? იმიტომ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი პირდაპირ კონკურენციაში შევიდოდა რუსულ პორტებთან“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
ავტორი
ნინი ხიჯაკაძე


