პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიგიორგი ვაშაძე - უნდა მოხდეს რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის...

გიორგი ვაშაძე – უნდა მოხდეს რუსეთის ჯაშუში ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანების დაუყონებლივი გაუქმება

გვაქვს ორი მთავარი საკითხი – უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს. საზოგადოებას პასუხი უნდა გასცეს ოცნებამ“, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ოთარ ფარცხალაძე საქართველოში იმყოფება.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი აღნიშნავს, „ქართულმა ოცნებამ“ უკან დაიხია, როცა ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტა, თუმცა აუცილებელია, რომ მოხდეს მისი, როგორც რუსეთის ჯაშუშის სასწრაფოდ დაკავება და გამოძიების დაწყება.

მისივე თქმით, ყველა უწყება, ვინც ფარცხალაძეს არ აკავებს, საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენს:

გუშინ ჩვენ დავინახეთ „ქართული ოცნება“ როგორ ჩადგა ჯაშუშის დამცველის ფუნქციაში. მათ მოუწიათ უკან დახევა და ფარცხალაძეს მოქალაქეობა შეუწყვიტეს, მაგრამ ვსვამ მთავარ კითხვას – რუსეთის მოქალაქე ხომ არის უკვე ფარცხალაძე, რატომ არ არის დაკავებული?

გუშინ უტყუარად დადასტურდა საჯარო რეესტრის ამონაწერებით, ჟურნალისტებზე თავდასხმით, რომ ფარცხალაძე იმყოფება საქართველოში, შესაბამისად, ჩვენი კითხვა არის ის, რომ რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაუყონებლივი დაკავება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში?

სუს-ი და ყველა სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც არ აკავებენ რუს ჯაშუშ ფარცხალაძეს, პირდაპირ საკუთარი თავის ლუსტრაციას ახდენენ. კითხვას ვუსვამ „ქართულ ოცნებასაც“, სუს-საც და ყველა უწყებას, რატომ არ ახდენთ ფარცხალაძის დაკავებას?

ორი მთავარი საკითხი, რაც ახლა გვაქვს – უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება და ეროვნული ბანკის ბრძანება დაუყონებლივ უნდა გაუქმდეს. ჩვენთვის მთავარია, საზოგადოებას პასუხი გასცეს „ოცნებამ“, თუ რატომ არ ხდება ფარცხალაძის დაკავება, ამიტომ კითხვას უნდა გასცეს ყველა უწყებამ პასუხი – კაცი არის მხილებული ჯაშუშურ საქმიანობაში, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ინფორმაციას პოლიტიკური პარტია “გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“უკვე ძალიან წუხან “პატრიოტი” რუსქოცები, რომ პუტინს აღარ აქვს უსაფრთხოების გარანტია 9 მაისის აღლუმისთვის”...

რუსეთში დაგეგმილ, 9 მაისის აღლუმთან დაკავშირებით, გაჩდა ერთგვარი შიშნარევი...

“ეს არის კონტრევოლუცია და არა კომისია – კონტრევოლუცია კრიმინალების, პრორუსი თაღლითების და პრორუსი კორუფციონერების”...

კლინიკა “ვივამედიდან” სასამართლო პროცესზე ჩართვისას და სიტყვით გამოსვლისას საქართველოს...

“მივდივართ ვარაუდამდე, რომ აშშ იმედოვნებს ღია თუ ფარული ოპერაციებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლას…” – ზაალ...

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვარაუდს გამოთქვამს...

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...