პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"გაბოლებთ პატრონი - ვერც დაგიცავთ, არც დაგიცავთ და...

“გაბოლებთ პატრონი – ვერც დაგიცავთ, არც დაგიცავთ და რომც მოინდომოს, არცა აქვს ამის თავი” – გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” დეპუტატებს

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განვითარებულ პროცესებს ფეისბუქის პირად გვერდზე გამოქვეყნებული პოსტებით ეხმაურება:

მინდა მივმართო “ქართული ოცნების” დეპუტატებს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ხელისუფლების ორბიტაზეა – ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ თურნავას ბრძანება დაგიცავთ!…

გაბოლებთ პატრონი. ვერც დაგიცავთ, არც დაგიცავთ და რომც მოინდომოს, არცა აქვს ამის თავი.
თუ სანქციები შეგეხოთ, ისეთი მექანიზმია, მას წინ ვერაფერი დაუდგება…

ამიტომ, ნუ ჩაყვებით ისტორიის საფლავში… თავს მიხედეთ ბიძია, სანამ ამის საშუალება კიდევ გაქვთ…“, – აცხადებს გია ხუხაშვილი და ასევე, მანამდე გამოქვეყნებულ პოსტში, ყურადღება გაამახვილა იმის თაობაზე, თუ რატომ იცავს ასეთი მონდომებით ხელისუფლება ოთარ ფარცხალაძეს:

რატომ ვერ წირავს ხელისუფალი ფარცხალაძეს?

სიამოვნებით გაწირავდა და არც მისგან შესაძლო კომპრომატის ეშინია.
მისი პრობლემა ბევრად უფრო მასშტაბურია.

საქმე იმაში გახლავთ, რომ დღეს სისტემაში ყველა პატარა, თუ დიდი ფარცხალაძეა.
ამ ხალხისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია კითხვაზე პასუხი – შეუძლია თუ არა ბიძინას იგივე პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში მათი დაცვა?

მან იცის, რომ ეს აღარ შეუძლია, მაგრამ იძულებულია მოახდინოს დაცვის იმიტაცია, რადგან ესმის რომ სხვა შემთხვევაში სისტემა ჩამოეშლება. ახლა ცდილობს დრო მოიგოს და ამასობაში რაღაც ისეთი დაატრიალოს, რაც ყველაფერს გადაფარავს.

ამიტომ, ახლა სჭირდება საზოგადოებას და ოპოზიციას განსაკუთრებული სიბრძნე, სიფრთხილე და ამასთანავე პრინციპულობა, რომ ამის საშუალება არავის მისცეს…“, – აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ბიჭოო, ცოტა ხნით გააჩუმეთ კახი კალაძე🙈 დღეს აღიარებითი ჩვენება მისცა” – ელისო კილაძე

"ქრონიკა +"-ს მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე თბილისის მერის, კახა...

“მეგობარი აქტი” არის პასუხი მოძალადე რეჟიმის ქმედებებზე. ამერიკამ მხარი დაუჭირა ქართველ ხალხს და არა...

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე ეხმიანება აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის...

“ეჰ, სად ბანაობენ ეს ბიჭ-ბუჭები, წარმოდგენაც არა აქვთ…” – გია ხუხაშვილი

"ქართული ოცნების" შიგნით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კონკრეტულ ვარაუდებს გამოთქვამს...

“ეს უკვე ჩემი უსაფრთხოების საკითხიც არაა, ეს ქალაქში უსაფრთხოების საკითხია” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...