შაბათი, ივლისი 19, 2025
25.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად...

“არავის მივცემთ უფლებას, ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად – ჩვენი ქვეყანა არ იყიდება!” – კახა კალაძე

საქართველოს დღეს არ ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს და სხვა რომელიმე ქვეყნის ინტერესს გაატარებს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დესტაბილიზაციისა და სახელმწიფო გადატრიალების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ყველამ უნდა დაიმახსოვროს, რომ საქართველო არ იყიდება და დესტაბილიზაციის უფლება არავის მიეცემა.

დარწმუნებული ვარ, შესაბამის სამსახურს უფრო მეტი ინფორმაცია და კონკრეტიკა აქვს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ძალიან ბევრი რამ ცხადიცაა. პირდაპირ განცხადებებს ვისმენთ, ქმედებებსაც ვაკვირდებოდით და ყოველთვის არის მცდელობა, ქვეყანაში შემოიტანონ დაძაბულობა, არეულობა.

ერთი რამ ცხადია, რომ დღევანდელი ხელისუფლება ვიღაცებისთვის არ არის მისაღები, რადგან დღეს საქართველოს არ ჰყავს ხელისუფლება, ვინც ქვეყნისა და მოსახლეობის ინტერესს დათმობს, გაატარებს სხვა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის ინტერესს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ხარჯზე.

არავის მივცემთ უფლებას და შესაძლებლობას, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გამოიყენოს საზარბაზნე ხორცად. ჩვენი ქვეყანა არ იყიდება! ეს უნდა დაიმახსოვროს ყველამ, ვინც არ უნდა იყოს ქვეყნის შიგნით, მის გარეთ თუ ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში დასახელებული ადამიანები, მათი წარსული საქმიანობიდან გამომდინარე, ყველაფრის მკადრებლები არიან.

მეორე დღეა, მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქილიკი და დისკრედიტაციის მცდელობა იმ უწყების მისამართით, ვინც აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გააკეთა. ცდილობენ, როგორმე გააუფერულონ აღნიშნული განცხადება და ისე მოგვევლინებიან ხოლმე, როგორ იკადრებენ და გაბედავენ ასეთ რამეს. ნეტა, ვინმემ რამე გაბედოს! ყველა მიიღებს შესაბამის პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში. როდესაც ჩვენ ამ ადამიანებზე ვსაუბრობთ, გავიხსენოთ და გადავხედოთ მათ წარსულს: დავიწყოთ ადამიანებისა და ოჯახების გაუბედურებით; გავიხსენოთ რა ხდებოდა ბიზნესის მიმართ, როგორი რეკეტი მიდიოდა; ციხეებში პატიმრები გამოჰყავდათ და ამცირებდნენ, მიმდინარეობდა მათი ოჯახის წევრების შეურაცხყოფა; მანქანებზე „გადასკოჩილებს“ აუპატიურებდნენ; არ ვიცი, რამდენი უბედურება გავიხსენო. როდესაც ამ ყველაფერს კადრულობ და გამკეთებელი ხარ, ცხადია, ყველაფერზე წამსვლელი ხარ. შენ რომ იყო ღირსეული ადამიანი და პოლიტიკოსი, ამას არ აკადრებდი არც შენ ქვეყანას და არც მის მოსახლეობას“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განმარტებით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან იქ, სადაც ქვეყნის მოსახლეობამ მათი ყოფნა გადაწყვიტა.

დღეს ისინი იმყოფებიან იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მიუსაჯა და თუ ვინმე გაბედავს, ეს ეხება ყველას, ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც, ქვეყანაში დესტაბილიზაცია შემოიტანოს, არეულობა და რევოლუციები მოაწყოს, ამას სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი პასუხი მოჰყვება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“რაც შეეხება ომის საფრთხეს – არავითარი ღრმა ანალიზი არ სჭირდება იმის დანახვას, რომ ეს...

ქართული ოცნების" თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო ბრიფინგზე განცხადებას...

“დასაჭერი მტრები დაიჭირეთ და წკრუნი არ გავიგონოთ მათი” – ლალი მოროშკინა

ლიდერ ქალთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალისტი და პიარტექნოლოგი ლალი მოროშკინა...

“კაცებმა დადეთ საჯარო პირობა რომ არ გათხოვდებით, კანონიც გაუქმდება და ვიზალიბერალიზაციაც გადარჩება🙌🫡” – ელისო...

ვიზალიბერალიზაციის შეჩერების თავიდან აცილების მხრივ ევროკავშირმა საქართველოს რიგი ნაბიჯების...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!” – ეკა ხერხეულიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების...

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“რიჟვაძე ისევე იკლავდა თავს როგორც, თავის დროზე, თავი მოიკლა ეროსი კიწმარიშვილმა” – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წლების წინანდელ კონკრეტულ ფაქტებს...

“მეოთხე მშობელია, ვინც შვილის პატიმრობას ვერ გაუძლო!” – ელისო კილაძე ზურაბ გირჩი ჯაფარიძის დედის...

ელისო კილაძე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, მძიმე მინიშნებებით: "ჯაფარას...

“მდინარაძე არის ივანიშვილის “შავი კასის” მთავარი ხელმძღვანელი” – ლევან ხაბეიშვილი

ამ დრომდე თორნიკე რიჟვაძის ბურუსით მოცულ დაჭრასთაბ დაკავშირებით კონკრეტულ...