spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებებიის უდიდესი ქველმოქმედია, მე თუ მკითხავთ, მისი ყველაზე...

ის უდიდესი ქველმოქმედია, მე თუ მკითხავთ, მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება 2011 წელს პოლიტიკაში მოსვლა იყო – კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას უპასუხა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობა დასავლელი პარტნიორების რჩევების გათვალისწინებით მოხდა.

თქვენ იცით, რომ ჩვენ დაწყებული გვქონდა კანონზე მუშაობა, თუმცა გავჩერდით ჩვენი მეგობრების მოთხოვნით. მოგვცეს გზამკვლევი თუ რა მიმართულებით უნდა წავსულიყავით. ორი დღის წინ პრემიერმა გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე სიბინძურე უწოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას და ხაზი გაუსვა რომ ბიძინა ივანიშვილი უდიდესი ქველმოქმედოა და არა ოლიგარქი.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არის ადამიანი, რომელსაც უდიდესი ქველმოქმედება აქვს ქვეყანაში გაკეთებული. აღარ ჩამოვთვლი პროექტებს, რაც ამ ადამიანმა და მისმა საქველმოქმედო ფონდმა გააკეთა, აკეთებს და დარწმუნებული ვარ, მომავალშიც გააკეთებს ამ ქვეყნის განვითარებისთვის. მე თუ მკითხავთ, მისი ყველაზე დიდი ქველმოქმედება და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, როდესაც ის პოლიტიკაში შემოვიდა 2011 წელს და ის სისხლიანი რეჟიმი, ის ბოროტება, რომელიც დაკავებული იყო ოჯახების, ადამიანების გაუბედურებით, ბიზნესის რეკეტით, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით, გაუშვა იქ, სადაც გასაშვები იყო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, „ბინძური ლობიზმის“ შედეგია ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია და ევროპარლამენტარების ის განცხადებები, რაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ იყო მიმართული.

რაც შეეხება იმ ბინძურ პროპაგანდას, რაც ვნახეთ, ყველასთვის ცნობილი გახდა, რომ ეს იყო კონკრეტული თანხების სანაცვლოდ, ლობიზმის შედეგად მიღებული რეზოლუციები. ეს არის სამწუხარო რეალობა და მინდა ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ეს ევროპა არ არის, მეგობრებო. ევროპული მომავალი და ის, რისკენაც ჩვენ მივისწრაფვით, არ არის ეს. ეს არის სიბინძურე, რაც ჩვენ ვნახეთ. ნამდვილ ევროპა და ევროპული მომავალი არის ღირებულებებზე და ფასეულობებზე დაფუნძნებული, ეს არის სამართლიანობა, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვნახეთ, რომ არ არსებობს და ძალიან დიდი სიბინძურეა ეს ყველაფერი. აღმოჩნდა, რომ თუ ფულს გადაიხდი, შესაძლებელია ნებისმიერი რეზოლუციის მიღება. სამწუხაროა ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან გაკეთებული სამარცხვინო განცხადებები ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში და ჩვენ როდესაც ამას ვპასუხობთ და ვიცავთ სიმართლეს, თავდასხმას უწოდებთ, თუმცა ქვეყნის მოსახლეობა რეალურად ხედავს რეალობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს

spot_img

მსგავსი პუბლიკაციები

პაატა კვიჟინაძე: “დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე”

„დღეს ეროვნული ბანკი მყარად დგას ფეხზე ყველა მიმართულებით, რაც...

“მივიღეთ სრულიად კატასტროფული ანექსიური გარღვევა ცხინვალის მიმართულებით” – თამთა მიქელაძე

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე ამა წლის წლის...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“ვისაც იმის შნო არ აქვს, პოლიტიკაში თავისი ტ*აკით მოვიდეს და ეს ოპოზიცია ჩააჩოჩოს, ხელისუფლებას...

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი, პოლიტიკაში ახალი სახეების შემოსვლის ერთგვარ "წინაპირობას",...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

“მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ან მე ან სანდრა, ბავშვების სიკვდილისთვის გაწირვას დავუშვებდით?” – მიხეილ...

დიუშენის სინდრომით დაავადებულ ბავშვებთან დაკავშირებით აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს...

“არავინ არ დაიჭერს საქმეს სერიოზულად შანტაჟისტთან და არანაირ სერიოზულ პროექტს არ დაიწყებს მასთან ერთად”...

საერთაშორისო ასპარეზზე მმართველი გუნდის სერიოზულ პოლიტიკურ ჩავარდნაზე საუბრობს ტელეკომპანია...

“ბუკა პეტრიაშვილი ციხეში. სამ სიტყვიანი ანეკდოტია ბიძინას სტილში…” – ლელა ჯეჯელავა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  ე.წ. ტროტუარის საქმეზე ევროპულ და ევროატლანტიკურ...

“მე არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება საქართველოს დეტოქსიკაციისთვის, მაგრამ ამათი მოშორების შემდეგ, სასწრაფოდ დასაწყებია”...

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთიდან მომდინარე კონკრეტულ საფრთხეებზე...

“ღირსები ხართ ცოცხალი და მკვდარი გაგინოთ, მაგრამ ნანუკას არ გადავახტები თავზე” – დავით ნებიერიძე

სამოქალაქო აქტივისტი, ანალიტიკოსი დავით ნებიერიძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს,...