ოთხშაბათი, მაისი 8, 2024

“რუსეთის ჯაშუშის, ფარცხალაძის ღირსეულ კაცად გამოცხადება შოთაძის მიერ აღიარებაა, რომ ისიც ფარცხალაძესთან არის” – პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პარლამენტის წევრი პაატა მანჯგალაძე მოქმედი გენერალური პროკურორის, შოთაძისა და ყოფილი მთავარი პროკურორის, ფარცხალაძის სავარაუდო კავშირზე საუბრობს.

მისივე თქმით, აღნიშნული ვითარება მოწმობს, რომ ხელისუფლების სტრუქტურები პოლიტიკურად და მორალურად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და წარმოუდგენელია, რომ კორუფციისა და კრემლთან კავშირის გარეშე ფარცხალაძეს მსგავსი რაოდენობის უძრავი ქონება დაეგროვებინა:

ეს მიუთითებს დეგრადაციისა და გახრწნის იმ ხარისხზე, თუ რა მდგომარეობაში იმყოფება ხელისუფლების სტრუქტურები როგორც პოლიტიკურად ისე მორალურად. მიუთითებს დეგრადაციაზე, რომ დადასტურებული კორუფცია და ღალატი, არც მალავენ, უკვე ითვლება ქოცურ ღირსებად და უფრო მეტიც, ჯაშუშის გადასარჩენად მზად არიან დადგან მრავალსერიანი საპნის ოპერა სუსის მონაწილეობით, რომელიც ისედაც ყოველი წლის ოქტომბერში არეულობას აანონსებს, რაც ღიმილის მომგვრელია და არავის სჯერა. 

ქოცისთვის ღირსება და მაგარი კაცობაა ის, რომ ფარცხალაძემ უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე ჩვენი მტრის, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად. ხელისუფლებას უნდა დაგვაჯეროს, რომ რუსეთში კრემლთან კავშირის გარეშე შესაძლებელია ფარცხალაძემ ივაჭროს უძრავი ქონებით, უცხოური ვალუტით, სამედიცინო ინვენტარით, ნავთობპროდუქტებთ, აწარმოოს მშენებლობები მოსკოვთან ახლოს ისეთ უბნებში, რომლებიც ასეული მილიონი დოლარი ჯდება, გადაადგილდებოდეს ჯავშნიანი ძვირფასი მანქანებით. 

უნდათ დაგვაჯერონ თითქოს არ არსებობს ამერიკის მიერ მასთან ერთად დასანქცირებული მაღალი რანგის ფსბ-ს ოფიცერი ონიშენკო, რომელიც საქართველოსა და ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებს კურირებს; უნდათ დაგვაჯერონ შემთხვევითია, რომ ფარცხალაძის შვილი აფუძნებს პრორუსულ ორგანიზაციას, რომლის მიზანი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა; თითქოს შემთხვევითია ფარცხალაძესთან დაკავშირებული პირების მიერ რუსულ – ქართული ეკონომიკური და მეგობრობის ფორუმების ორგანიზება.

და უფრო მეტიც, უნდათ დაგვაჯერონ, რომ უკრაინაში რუსების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილეს გია ლორთქიფანიძეს და ქართული ლეგიონის ხელმძღვანელ მამუკა მამულაშვილს უნდათ საქართველოში არეულობა და ფარცხალაძე, რუსები და ფსბ-ს ქოცი აგენტები იბრძვიან საქართველოში მშვიდობისთვის.

ამ სიგიჟეს არავინ დაიჯერებს, ქვეყანაში ასე არ ბნელა. ყველა ჯაშუში პასუხს აგებს. საქართველო გაიმარჯვებს!” – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული