პარასკევი, მაისი 9, 2025
24.8 C
Tbilisi
spot_img
მთავარიპოზიცია და შეფასებები"ჩემი ვიზიტები არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურებაა,...

“ჩემი ვიზიტები არა, ბატონო კახა, ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი “ეფ ეს ბეს”, თუ “კა გე ბეს” აგენტი ყოფილა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება თბილისის მერის კახა კალაძის ნეგატიურ განცხადებას მასთან მიმართებაში და ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის კონტექსტში განუმარტავს თუ რა არის დიდი უბედურება

ერთ-ერთმა… მგონი, ბატონმა კახამ თქვა, რომ ყველაზე დიდი უბედურება თურმე, ევროპაში ჩემი ვიზიტებია, – არა, ბატონო კახა. ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა ქვეყანაში გენერალური პროკურორი „ეფ ეს ბეს“, თუ „კა გე ბეს“ აგენტი ყოფილა, ესაა ყველაზე დიდი უბედურება და ყველაზე, კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როცა ამის შესახებ არ არის ისეთი ფორიაქი ყველა იმ უწყებებში, რომლებიც დღეს ამას უნდა იძიებდეს და ვიზეცაა პასუხისმგებლობა.

მე აქ, სწორედ თქვენს წინაშე მოვითხოვ, რომ საზოგადოებას დეტალური გამოძიებით, დეტალურად გაეცეს პასუხი, ეს არის არა თხოვნა, არამედ მოთხოვნა. კიდევ დავამატებ, რომ რაღაც მოქალაქეობაზე იყო აქცენტები, ჩვენთან [ადმინისტრაციაში] მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ არც არანაირი ინფორმაცია და არც არანაირი მოთხოვნა არ შემოსულა. ანუ აქ ისრების გადატანა არ გამოვა! ნათელია, სადაა პასუხისმგებლობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის: თბილისის მერი, კახა კალაძე რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ შეფასებაში მწვავე ნეგატიურ პოზიციას აფიქსირებდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან მიმართებაში:

თუ ქვეყნის პრეზიდენტი უპატივცემულოდ ექცევა კონსტიტუციას, ეს ძალიან მძიმე და დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ხომ ევროპული მიმართულება გვინდა. ამ ყველაფერს თუ ხაზს გადავუსვამთ და ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას პატივს არ სცემს, მაშინ რაზე ვსაუბრობთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება
spot_img

მსგავსი სტატიები

“ტლუ ქოცებო, ახლა მაინც მიხვდით რატომ გაიპარა ღარიბაშვილი?” – ნინო ჯანგირაშვილი

ტელეკომპანია "კავკასიას" გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი "ქართული ოცნების" ლიდერებს...

“რამე ქართული მაინც გაგაჩნდეთ ფარჩაკებო, ბოლომდე გახაზული აგენტები ხართ‼️” – დიტო სამხარაძე ოპოზიციაზე

პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მწვავე პოზიციას აფიქსირებს მმართველი გუნდის ერთ-ერთი...

“ჩვენ აუცილებლად დავიხსნით პოლიტიკურ ტყვეებს! გავიმარჯვებთ ერთობით!” – ნანა ტოხვაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნანა ტოხვაძე კიევიდან დაბრუნებისთანავე,...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

spot_img

"პარალელის" გამოკითხვა

დღის პოპულარული

ამაყი მთების ქვეყანა

ბუნებას ამაყი მთებისა და მიუვალი კლდეების სახით აქვს თავისი...

“ეჭვი არ მეპარება, რომ ის ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტია” – შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს "ქართული...

“ნანუკასთან წააგეთ – ერთი რომ ბინძურად და ბინძური ადამიანებით ითამაშეთ, მეორეც – მეორე მხარეს...

“ნანუკას ფონდის” ხელმძღვანელის, ჟურნალისტის, საავტორო გადაცემის წამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის...