ოთხშაბათი, მაისი 1, 2024

“ეს არის სამშობლოს ღალატი! დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება!” – გიორგი ვაშაძე

საქართველოს პარლამენტის წევრი, ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე კომენტარს აკეთებს საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირების საკითხთან დაკავშირებით და კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს ხელისუფლებას:

,,ეს ფაქტი არის ნამდვილად საზიანო საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის. ამერიკის სპეცსამსახურები ვიცით, რომ მსოფლიოში ყველაზე მძლავრი სპეცსამსახურებია. მერწმუნეთ, დაეჯერებათ.

დარწმუნებული ვარ, ბევრი მტკიცებულებაც არსებობს ამაზე.

ფარცხალაძე ან გაყვანილია უკვე ქვეყნიდან ან გაიყვანენ, რაც იქნება “ქართული ოცნების” დანაშაულებრივი ქმედების კიდევ ერთი მტკიცებულება.

ეს არის სამშობლოს ღალატი! ჩვენი პარტნიორების მხრიდან ფაქტობრივად ოფიციალურად დადასტურებული. თუ გვინდა, რომ არ იყოს ზიანი, ეს კაცი უნდა დააკავონ. არა მხოლოდ საქმის აღძვრა, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ფარცხალაძის დაკავება, ყველა მისი გარემოცვისთვის პასპორტების ჩამორთმევა, რომ ამ ადამიანებს არ შეეძლოთ ქვეყნიდან გასვლა“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

კომენტარები - დატოვეთ თქვენი მოსაზრება

კვირის სხვა თემები

All

პოპულარული დღეს

ბოლო გამოქვეყნებული